მანუჩარ მარკოიშვილი: იტალიასთან ჩვენი ნაკრების უკეთეს თამაშს უნდა ველოდოთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა იტალიასთან ტრიესტას ოთხთა ტურნირის მატჩამდე რადიო "პალიტრასთან" კომენტარი გააკეთა.

"იტალიასთან მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დაცვაში გარკვეული დეტალებია დასახვეწი და იტალიასთან წინა შეხვედრაში თბილისის მერიის თასზე დაშვებული შეცდომებია გამოსასწორებელი.

ამჯერად ჩვენი ნაკრების უკეთეს თამაშს უნდა ველოდოთ. მეტოქეს არ უნდა მივცეთ საშუალება, თავისუფალი ტყორცნები განახორციელოს, რადგან იტალიელები ძალიან ზუსტი პროცენტულობით ისვრიან.

თბილისთან შედარებით განსხვავებული თამაში იქნება და ჩვენი გუნდისგან უფრო დიდ წარმატებას ველი.

რაც შეეხება ამ ტურნირს, ის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი პერიოდის ბოლო ფაზაა. ამიტომ
უნდა ვეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი გამოცდილება მივიღოთ ამ ტურნირიდან", - თქვა მარკოიშვილმა.

ასევე იხილეთ:
იტალია VS საქართველო - რამდენად ვართ მზად ევრობასკეტისთვის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული