ვასილ მაისურაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 18 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩში ჯგუფის ფავორიტად შერაცხული ჰოლანდია ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ვაისილ მაისურაძის შეგირდებს მანამდეც განაღდებული ჰქონდათ ელიტრაუნდის საგზური, თუმცა, ამის მიუხედავად, სახელოვან მეტოქეს არაფერი დაუთმეს და ჯგუფში სამი მოგებით პირველი ადგილი დაიკავეს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, ჩვენმა ფეხბურთელებმა უელსელები ანგარიშით 5:1 გაანადგურეს, მოლდოვას კი ანგარიშით 2:0 სძლიეს.

ელიტრაუნდის წილისყრა 28 ნოემბერს გაიმართება, სადაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეების ვინაობას შევიტყობთ.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვასილ მაისურაძე Sportall.ge-ს რუბრიკის - "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია
და საიტის მკითხველთა შეკითხვებს უპასუხა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული