რომან ერემენკო სისხლში კოკაინის კვალის გამო ფეხბურთიდან ორი წლით მოკვეთეს

AutoSharing Option
უეფას საკონტროლო-დისციპლინარულმა და ეთიკის ინსტანციამ ფინეთის ნაკრებისა და მოსკოვის ცსკა-ს ფეხბურთელის, რომან ერემენკოს დოპინგ-ტესტთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა - შემტევი ნახევარმცველი უეფას ანტიდოპინგური რეგლამენტის დარღვევისთვის დამნაშავედ ცნეს და ორწლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

ანალიზმა, რომელიც ერემენკოს 14 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "ბაიერი"-ცკსა-ს მატჩის შემდეგ აუღეს, დადებითი პასუხი აჩვენა. A სინჯში კოკაინისა და მისი მეტაბოლიტების კვალი აღმოჩნდა, რომლებიც 2016 წლიდან მსოფლიოს ანტიდოპინგური სააგენტოს მიერ აკრძალულ პრეპარატთა სიაშია.

მოსკოვის ცსკა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას რეგლამენტით გათვალისწინებულ სამი დღის ვადაში აპირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული