ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს ფიფაში სამუშაოდ ფრანჩესკო ტოტის მიწვევა სურს

AutoSharing Option
ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ მისთვის დიდი პატივი იქნებოდა, თუკი ორგანიზაციაში ფრანჩესკო ტოტისთან ერთად იმუშავებდა. "რომას" თავდამსხმელსა და კაპიტანს ახლახან 40 წელი შეუსრულდა.

"ტოტისთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა. ასეთი ფეხბურთელის ფიფაში დასაქმება ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან მას ფეხბურთისთვის ძალიან ბევრის მიცემა შეუძლია", - თქვა ინფანტინომ Rai Sport-ის ეთერში.

ფრანჩესკო ტოტის რომაულ კლუბთან კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში ეწურება. "იმპერატორს" კარიერის დასრულების ვადის შესახებ ჯერჯერობით არ გამოუცხადებია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული