მორიგი თავდასხმა "რეალის" ფანებზე - ISIS-ის ტერორისტებმა ერაყში 12 ფანი მოკლეს

AutoSharing Option
"ისლამური სახელმწიფოს" (ISIS) ტერორისტებმა ერაყში მადრიდის "რეალის" კიდევ 12 გულშემატკივარი მოკლეს.

"რეალის" ფანკლუბზე თავდასხმა 28 მაისს, ბაღდადის ერთ-ერთ ბარში მოხდა, სადაც "რეალის" გულშემატკივრები ერთად უყურებდნენ ჩემპიონთა ლიგის ფინალს. შედეგად, 12 ადამიანი გარდაიცვალა, 8 - დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერორისტები ისევ კალაშნიკოვის ავტომატ АК-47-ით იყვნენ შეიარაღებულები. შეგახსენებთ, რომ ამავე ქალაქში, ამავე ფანკლუბზე თავდასხმა 12 მაისს მოხდა. მაშინ "რეალის" 16 გულშემატკივარი გარდაიცვალა.