355 ათასი ევრო კვირაში - პარიზში კრიშტიანო რონალდოს ფულით იტყუებენ

AutoSharing Option
"მარკას" ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედში" კრიშტიანო რონალდოს დაბრუნება თავის თავზე "ეშმაკების" ყოფილმა თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა აიღო.

წყაროს ცნობით, ფერგიუსონმა კარგად იცის პორტუგალიელი ფეხბურთელის ყველა ეჭვი "რეალისა" და მისი თავკაცის მიმართ და მათ გამოყენებას აპირებს. მანამდე "იუნაიტედის" ახლანდელმა თავკაცმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ კლუბში იმედს არ კარგავენ, რომ რონალდო მათ დაუბრუნდებათ.

თავად რონალდოც არ გამორიცხავს, რომ შეიძლება "სამეფო კლუბიდან" წავიდეს. ესპანურ მედიაში ბოლო დროს ხშირად წერენ, რომ რონალდოს დაძაბული ურთიერთობა აქვს რაფაელ ბენიტესთან. ეს ხმები თავად ბენიტესმაც უარყო და ფლორენტინო
პერესმაც, მაგრამ მედიას მათი განცხადებებისა ნაკლებად სჯერა.

* * *
ამასობაში, "დეილი მირორი" წერს, რომ "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის შემთხვევაში კრიშტიანოს ზღაპრულ ხელფასს უმზადებენ. 30 წლის ფორვარდს 355 ათას ევროს სთავაზობენ (გადასახადის გამოკლების შემდეგ) გასამრჯელოს სახით.

ადრე რონალდოს აგენტმა ჟორჟე მენდეშმა გამორიცხა რონალდოს "იუნაიტედში" ან "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლის პერსპექტივა. მენდეში ამტკიცებს, რომ რონალდო კარიერას "რეალის" ფეხბურთელად დაასრულებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული