არგენტინის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ფიფას რეიტინგში გადაასწრო

AutoSharing Option
ფიფას ახალი რეიტინგ-ლისტი 9 ივლისს გამოქვეყნდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ მასში მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია პირველ ადგილს დაკარგავს.

მიუხედავად იმისა, რომ არგენტინის ნაკრებმა, ტატა მარტინოს ხელმძღვანელობით, კოპა ამერიკის ფინალი პენალტების სერიაში წააგო, არგენტინელთა კარგმა თამაშმა ტურნირის განმავლობაში შედეგი გამოიღო - არგენტინა რეიტინგში ბელგიასა და გერმანიას გადაუსწრებს და მსოფლიოს ნომერ პირველი ნაკრები გახდება.

ახალ რეიტინგში ათეული ასეთ სახეს მიიღებს: 1. არგენტინა, 2. გერმანია, 3. ბელგია, 4. კოლუმბია, 5. ჰოლანდია, 6. ბრაზილია, 7. პორტუგალია, 8. რუმინეთი, 9. ინგლისი, 10. უელსი.

როგორც ხედავთ, ექსჩემპიონი
ესპანეთი მოწინავე ათეულიდან გავარდება.

9 ივლისის რეიტინგი ჩვენთვისაც საინტერესო იქნება. საქართველო 139-ე ადგილზეა, რაც ქვეყნის ისტორიაში უარესი შედეგია. ივნისში საქართველო ორჯერ დამარცხდა, უკრაინასთან და პოლონეთთან. ასე რომ, წინსვლას არ უნდა ველოდოთ.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ნუ გეშინათ აი გახდება არველაძე პრეზიდენტი და პირველ ადგილზე გავალთ მსოფლიოში
0
უელსს აქ რა უნდა?!
ირაკლი
18:44 06-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული