ფიფას პრეზიდენტი: ავსტრალიას მუნდიალის მასპინძლობის უფლება ეკუთვნის

AutoSharing Option
ფიფას მოქმედმა პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა გამოთქვა აზრი, რომ ავსტრალია, რომელიც ამჟამად აზიის თასის გათამაშებას მასპინძლობს, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მიღებასაც იმსახურებს.

"ავსტრალია - ერთადერთი კონტინენტია, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატისთვის არასდროს უმასპინძლია. იქ მხოლოდ ახალგაზრდული პირველობები გამართულა 1981 და 1993 წლებში.

ავსტრალიამ დაიმსახურა მუნდიალის მასპინძლობის უფლება, რადგან არცთუ ბევრია ისეთი ქვეყანა, რომელსაც ისეთივე მდიდარი სპორტული კულტურითა და დიდი ჩემპიონებით შეუძლია თავის მოწონება", - აქვეყნებს ბლატერის ნათქვამს The Guardian-ი.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატს - რუსეთი, 2022 წლისას კი ყატარი უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული