"კიოლნის" საუკეთესო ბომბარდირი ჩინეთში გადავიდა

AutoSharing Option
გერმანულმა "კიოლნმა" გამოაცხადა, რომ მისი საუკეთესო ბომბარდირი ანტონი მოდესტე ჩინეთში გადავიდა.

29 წლის ფრანგი ამიერიდან "ტიანძინ ციუანძიანში" ითამაშებს. ჩინელები მოდესტეს სანაცვლოდ 35,7 მილიონ ევროს გადაიხდიან.

"კიოლნი მადლობას უხდის ანტონის აქ გატარებული წარმატებული წლებისთვის და წარმატებას უსურვებს მას ჩინეთში", - ვკითხულობთ "კიოლნის" ოფიციალურ საიტზე.

მოდესტე "კიოლნში" 2015 წელს "ჰოფენჰაიმიდან" გადავიდა. გასულ სეზონში მან ბუნდესლიგაში 25 გოლი გაიტანა. ის მხოლოდ ობამეიანგსა და ლევანდოვსკის ჩამორჩა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული