ფიფას და ვან ბასტენს ფეხბურთის გადაკეთება სურთ?! - იდეები, რომლებიც გაჟღერდა

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსისა" და "მილანის" ყოფილი ფეხბურთელის, მარკო ვან ბასტენის აზრით, რომელიც ამჟამად ფიფას დირექტორის პოსტზე მუშაობს, ფეხბურთში თამაშგარეს წესის გაუქმება სპორტის ამ სახეობას წაადგება:

"საინტერესოა, როგორი იქნება ფეხბურთი თამაშგარე მდგომარეობის გარეშე. ახლანდელი ფეხბურთი ძალიან ჰგავს ხელბურთს, მოთამაშეები ხაზზე მწკრივდებიან და ნამდვილ კედელს ქმნიან. ბალახის ჰოკეიში თამაშგარე გააუქმეს და ამას პრობლემები არ მოჰყოლია. ფეხბურთიც მალე შეეგუებოდა ასეთ სიახლეს", - განაცხადა ჰოლანდიელმა გერმანულ "ბილდთან" ინტერვიუში.

ვან ბასტენი შორს მიდის და მხოლოდ თამაშგარეს წესის გაუქმებაზე არ ჩერდება. მისი აზრით, პენალტების სერიაც გასაუქმებელია. უკეთესი
იქნება, ყინულის ჰოკეის მსგავსად, ბულიტების დარტყმა: "მივცეთ თითოეულ მოთამაშეს 8 წამი, რომლის განმავლობაში მან დარტყმა უნდა შეასრულოს. ბურთი კი 25 მეტრის მანძილიდან წამოიღოს", - ამბობს ვან ბასტენი.

აღსანიშნავია, რომ საფეხბურთო ბულიტები პრაქტიკაში იყო 90-იანი წლების ბოლოს ამერიკაში. ბულიტებით არკვევდნენ გამარჯვებულის ვინაობას, თუ მატჩი ფრედ დასრულდებოდა.

ვან ბასტენის სხვა იდეები:

- თითოეულ მოთამაშეს სეზონში 55-60 მატჩზე მეტის გამართვის უფლება არ უნდა ჰქონდეს;
- მოედანი გაიყოს ოთხ სწორ ნაწილად;
- ყვითელი ბარათების გაუქმება და ნარინჯისფერი ბარათების შემოღება (10-წუთიანი გაძევება, როგორც რაგბიშია).

ეს ყველაფერი კარგი, სახალისო წასაკითხია, როცა ფეხბურთის ლეგენდას ასეთი იდეები აწუხებს, მაგრამ არ დაგვავიწყდეს მარკო ვან ბასტენის ამჟამინდელი თანამდებობაც - იგი ფიფას ტექნიკური განვითარების დირექტორია...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
მოედნის 4 ნაწილად კი არა ტაიმების
გაყოფაზე ამბობს 2 ნაწილად. ე.ი.
4 ტაიმი 3 შესვენებით.
ვეტერანი
21:46 21-01-2017
0
ვისაც მოგბეზრდათ,სპორტის სხვა სახეობაზე გადადით ან სხვა რამით გაერთედ!
arsena
19:32 20-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული