როგორ დაუჩოქეს ნეიმარს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბარსელონას" ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა 2017 წელი დაგეგმა.

"მარკასთან" ინტერვიუში ნეიმარმა განაცხადა, რომ მომავალ წელს სამ ტიტულს გეგმავს. მას სურს 2014/15 წლების სეზონის მიღწევა გაიმეოროს, როცა ლუის ენრიკეს გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა და კოპა დელ რეი მოიგო. ის აგრეთვე იმედოვნებს, რომ ლიონელ მესი "ბარსელონასთან" ახალ ხელშეკრულებას ხელს მოაწერს და მრავალი წლით ისევ კატალონიურ გრანდში დარჩება.

"ჩემი მიზანია, რომ 2017 წელს 2015 წლის მიღწევა გავიმეოროთ - მოვიგოთ სამივე დიდი ტიტული - ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი", - განაცხადა ნეიმარმა,
რომელმაც სან პაულუში საქველმოქმედო მატჩში მიიღო მონაწილეობა.

დღეისათვის "ბარსელონა" ლა ლიგაში მადრიდის "რეალს" სამი ქულით ჩამორჩება, თან ლიდერს ერთი თამაში რეზერვში აქვს - მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო "რეალს" "ვალენსიასთან" არ უთამაშია.

ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონა" მერვედფინალში "პარი სენ-ჟერმენს" ხვდება. შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე შარშან "რეალმა" იმარჯვა. "ბარსა" სამეფო თასზეც განაგრძობს ბრძოლას.

"მე დარწმუნებული ვარ, რომ მესი აუცილებლად გაახანგრძლივებს კონტრაქტს გუნდთან და ჩვენი სამეული კიდევ დიდხანს გაახარებს გულშემატკივრებს", - ამბობს ნეიმარი.

* * *
სან პაულუში ნეიმარისა და რობინიოს მეგობართა მატჩი გაიმართა, რომლის შემოსავალიც "შაპეკოენსეს" ფონდში გადაირიცხა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს დანი ალვეშმა, ლუკას ლიმამ, გაბრიელ ჟესუსმა, კაკამ, ჟულიო ბატიშტამ...

ნეიმარი და მისი მეგობრები კოლუმბიის ნაკრების ფერებში თამაშობდნენ, რობინიო და მისი მეგობრები - ბრაზილიის ნაკრების ფერებში. სხვათა შორის, ნეიმარს ერთ-ერთმა მეტოქე ფეხბურთელმა მატჩის ბოლოს დაუჩოქა, ასე უღმერთოდ ნუ მატყუებ დრიბლინგითო, თუმცა ახალგაზრდა ვარსკვლავმა არ შეისმინა მისი თხოვნა. საქველმოქმედო მატჩი ნეიმარის გუნდმა 13:9 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 28 ნოემბერს ავიაკატასტროფაში ბრაზილიური "შაპეკოენსეს" 19 ფეხბურთელი დაიღუპა. სან პაულუში გამოჩნდა ავიაკატასტროფას სასწაულებრივ გადარჩენილი ალან რუშელიც, რომელიც სიმბოლურად გამოჩნდა მოედანზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული