ლიონელ მესი დაშავდა, მაგრამ არგენტინის ნაკრებში მაინც გაემგზავრა

AutoSharing Option
ლიონელ მესიმ "ბილბაოსთან" მატჩში მუხლის ხრტილი დაიზიანა, მაგრამ ის მაინც გაემგზავრა არგენტინის ნაკრების შეკრებაზე.

შეგახსენებთ, რომ მესიმ კოპა ამერიკის ფინალის შემდეგ განაცხადა, რომ ნაკრებიდან მიდიოდა.

გადაწყვეტილება მან ახლახან შეცვალა და ახლა ნაკრების შეკრებაზე არჩასვლა არ გამოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო ნაკრებში არ წავიდნენ სერხიო აგუერო და ხავიერ პასტორე.

არგენტინის ნაკრებს მუნდიალის შესარჩევი მატჩები აქვს გასამართი, ურუგვაისთან (2 სექტემბერს) და ვენესუელასთან (7).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული