Ole: ლიონელ მესი არგენტინის ნაკრებში დაბრუნდება

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელი ფორვარდი ლიონელ მესი შემდეგ კვირას არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ედგარ ბაუსას შეხვდება.

გამოცემა Ole-ს ინფორმაციით, 29 წლის მესი ნაკრებში დაბრუნების შესახებ გამოაცხადებს.

გამომდინარე აქედან, მესიმ შესაძლოა 30 აგვისტოს ურუგვაის წინააღმდეგ მუნდიალი 2018-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში ითამაშოს.

შეგახსენებთ, რომ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ კოპა ამერიკა 2016-ის ფინალში ჩილესთან წაგების შემდეგ გამოაცხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული