კლაუდიო ტაპია: არგენტინის ნაკრების მთავარ მწვრთნელზე გადაწყვეტილება მიღებულია

AutoSharing Option
არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიამ დაადასტურა, რომ ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი ნაპოვნია.

შეგახსენებთ, რომ ადრე ტაპიამ განაცხადა, რომ "სევილიას" მთავარ მწვრთნელთან, ხორხე სამპაოლისთან მოლაპარაკებას მართავდა.

მაგრამ ამჟამად ასოციაციის პრეზიდენტს არ განუცხადებია, რომ ნაპოვნი მწვრთნელი სამპაოლია.

"ორივე მხარეს პატივი უნდა ვცეთ. გადაწყვეტილება მიღებულია და ამის შესახებ საჭირო დროს გაცხადდება. მოდით, დაველოდოთ", - განაცხადა ტაპიამ A Bola-სთან.

იმ შემთხვევაში, თუ არგენტინის ნაკრების მწვრთნელად სამპაოლი დაინიშნება, "სევილია" კონტრაქტის გაწყვეტისთვის 1.5 მილიონ ევროს მიიღებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული