სამი ხედირა: "ოქროს ბურთს" ჯანლუიჯი ბუფონი იმსახურებს

AutoSharing Option
გაცხადდა იმ 30 ფეხბურთელის გვარი, რომლებიც "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად იბრძოლებენ და მათ შორისაა ჯანლუიჯი ბუფონი, რომელსაც იანვარში 39 წელი უსრულდება.

- ოქროს ბურთი 2016: "ოქროს ბურთის" 30 ნომინანტი ცნობილია

"იუვენტუსის" ნახევარმცველმა სამი ხედირამ ბუფონს ღიად დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ მისი აზრით, სწორედ ჯიჯი იმსახურებს წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებას:

"საინტერესოა, თუ ვინ გახდება წლის საუკეთესო ფეხბურთელი. პრეტენდენტებში ბევრი ისეთი მოთამაშეა, რომელიც ამ ჯილდოს იმსახურებს და შესაბამისად, არჩევანის გაკეთება იოლი არ იქნება.

ფავორიტი ალბათ კრიშტიანო რონალდოა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაც მოიგო და
ევროპის ჩემპიონატიც, რაც ფანტასტიკური შედეგია. ამასთან, პორტუგალიელმა ბევრი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი გოლი გაიტანა.

რონალდოსთან ერთად ხუთი წელი ვთამაშობდი და კარგად ვიცი მისი შესაძლებლობები - ვფიქრობ, კრიშტიანო ყველა დროის ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია. არ უნდა დავივიწყოთ მესი და ნეიმარი, რომლებმაც არაერთი სპექტაკლი დადგეს და ასევე, უამრავი გოლი გაიტანეს.

და მაინც, ჩემი ფავორიტი ჯანლუიჯი ბუფონია, რომელიც უკვე 20 წელია, უმაღლეს დონეზე ასპარეზობს და ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო მეკარეა. დიდი უსამართლობა იქნება, რომ ბუფონმა კარიერა "ოქროს ბურთის" გარეშე დაასრულოს.

არ ვიცი, რა შანსები აქვს ჯიჯის, მაგრამ პირადად მე, სწორედ მას დავუჭერდი მხარს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული