სერია A. IX ტური: მონტელა და "მილანი" წინ, დე ბური და "ინტერი" კრიზისში [VIDEO]

AutoSharing Option
* ტურინის "იუვენტუსმა" 2009/10 წლების სეზონის შემდეგ პირველად წააგო "სან სიროზე".
* 18 წლის მანუელ ლოკატელიმ "მილანის" რიგებში მე-2 გოლი გაიტანა.

სერია A-ს მე-9 ტურის მთავარი მატჩი "სან სიროზე" გაიმართა, სადაც "მილანმა" "იუვენტუსს" უმასპინძლა და ბევრისთვის მოულოდნელად, დაამარცხა მეტოქე. მიმოხილვის დიდი ნაწილი სწორედ ამ მატჩს, იტალიური ფეხბურთის კლასიკას დაეთმობა.

"მილანის" დიდი გამარჯვება
"მილანი"-"იუვენტუსის" მატჩი ორმხრივ იერიშებში წარიმართა და ორივე კართან მომენტები დაახლოებით თანაბარი რაოდენობით შეიქმნა. ბურთმაც თითოჯერ ინება კარის ხაზის გადაკვეთა, მაგრამ "იუვენტუსის" გოლი მსაჯებმა გააუქმეს - სამართალიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ
ნიკოლა რიცოლი და მისი გამოცდილი ბრიგადა შეცდა, რადგან მირალემ პიანიჩმა გოლი თამაშის წესის დაცვით გაიტანა.

პიანიჩის ჩაწოდების შემდეგ ბურთი პირდაპირ კარში შევარდა, მსაჯებმა კი გადაწყვიტეს, რომ ჯანლუიჯი დონარუმას ხელს თამაშგარეში მყოფი ლეონარდო ბონუჩი უშლიდა - არადა, ოფსაიდში "იუვეს" სხვა ფეხბურთელი, ხუან კუადრადო იყო, რომელიც პასიური გახლდათ, ბონუჩიმ კი სიღრმიდან შეირბინა კარისკენ და წესების დაცვით მოქმედებდა.

მოკლედ, "იუვეს" გოლი გაუუქმეს და ბუნებრივია, რომ ყველას ამავე გუნდების სკანდალური მატჩი და სალი მუნტარის მიერ გატანილი, მაგრამ გაუქმებული 100%-იანი გოლი გაახსენდა. მოკლედ, "მილანს" ცოტა წაეხმარნენ, მაგრამ ეს არ აკნინებს ვინჩენცო მონტელას გუნდის კარგ თამაშს და ბოლოდროინდელ პროგრესს, რომლის შედეგადაც გუნდი ლიდერებშია და "იუვენტუსს" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.

ერთადერთი გოლი მანუელ ლოკატელის ანგარიშზეა, რომელმაც შორი მანძილიდან, უძლიერესად დაარტყა და გარე ტერფით აჭრილი ბურთი ჯანლუიჯი ბუფონის კარის ცხრიანში გაახვია. გოლი მართლაც ფანტასტიკური გამოვიდა, ლოკატელიმ კი უკვე მეორეჯერ იხეირა მიმდინარე სეზონში და მისი გოლები ერთიმეორეზე ეფექტური გამოვიდა.

მანუელ ლოკატელი მხოლოდ 18 წლისაა და მას შემდეგ მოიპოვა ადგილი "მილანის" ძირითად შემადგენლობაში, რაც რიკარდო მონტოლივო დაშავდა. ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ლოკატელი შესანიშნავად ირჯება და მოედნის შუაგულში უდიდეს სამუშაოს ასრულებს. შეგახსენებთ, რომ "მილანს" კარში 17 წლის ჯიჯი დონარუმა უდგას, რომელმაც "იუვენტუსთან" ბოლო წუთზე ბრწყინვალე ნახტომი გაჭიმა და სამი ხედირას დარტყმის შემდეგ ბურთი ცხრიანიდან გამოაძრო.

"მილანს" დაცვის ცენტრში 21 წლის ალესიო რომანიოლი ჰყავს, ფლანგებზე 19 წლის დავიდე კალაბრია და 24 წლის მატია დე შილიო, წინ კი 21 წლის მბაიე ნიანგი - ვინჩენცო მონტელას გუნდი სწორედ ამ ახალგაზრდებით ახერხებს მაღალ დონეზე ასპარეზობას და აშკარაა, რომ ამ გუნდს აქვს მომავალი...

ვინჩენცო მონტელა (მილანი): "ეს იყო ურთულესი მატჩი, რომელიც ბრწყინვალე შედეგით დასრულდა. "იუვენტუსის" დამარცხების შემდეგ ჩვენ მიმართ განწყობა შეიცვლება და ამას მომდევნო ტურიდანვე ვიგრძნობთ. მომეწონა ის შემართება და სულისკვეთება, რომელმაც ამ გამარჯვებამდე მიგვიყვანა. დღეს თავდამსხმელებს კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ დაცვა იწყება სწორედ მათით და მცველებმაც იცოდნენ, რომ შეტევას იწყებენ ისინი - სწორედ ასე თამაშობენ თანამედროვე გუნდები და სწორედ ამ გზით უნდა ვიაროთ ჩვენც.

როდესაც მატჩის შემდეგ გახარებულ შეგირდებს ვუყურებდი, რომლებმაც ულტრასების სექტორთან მიირბინეს, ჩემი ბავშვობა გამახსენდა, როდესაც ვქომაგობდი "მილანს" და ვოცნებობდი, რომ გატანილი გოლებით სწორედ ეს გულშემატკივრები გამეხარებინა".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "ვერაფერში გავამტყუნებ შეგირდებს, რადგან თავი არ დაუზოგავთ და რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს. მთლიანობაში, კარგად ვითამაშეთ და ვფიქრობ, მინიმუმ ქულას ვიმსახურებდით. გოლიც სამართლიანად გავიტანეთ, მაგრამ მსაჯები შეცდნენ და "მილანის" ფეხბურთელთა ზეწოლის შედეგად, ანგარიში უცვლელი დატოვეს. ასეც ხდება და დამნაშავე არ უნდა ვეძებოთ. ეს წაგება ვერ შეგვიცვლის გეგმებს, რადგან "იუვე" სწორი გზით მიდის და ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას უმაღლესი მიზნებისთვის ყველა ფრონტზე".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ნაპოლი" იგებს, "ინტერი" აგებს
"ნაპოლი" "კროტონეს" ესტუმრა და მიუხედავად იმისა, რომ პირველივე ტაიმში კაცნაკლული დარჩა, დაამარცხა მეტოქე. რამდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ მაურიციო სარის გუნდისთვის ამ გამარჯვებას ოქროს ფასი ჰქონდა და ეს ნამატჩევს არც მწვრთნელს დაუმალავს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"ინტერი" კრიზისშია და ეს ბერგამოშიც გამოჩნდა, სადაც მილანური გრანდი "ატალანტამ" დაამარცხა. მასპინძლებმა უპირატესობით წარმართეს შეხვედრა, რაც სტატისტიკიდანაც ჩანს და სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვეს. "ინტერი" მოშლილი იყო ყველა რგოლში და ისეთი პირი უჩანს, რომ ფრანკ დე ბურს მალე მოუწევს პოსტის დატოვება...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

საინტერესო მატჩი შედგა ტურინში, სადაც "ტორინომ" და "ლაციომ" ორ-ორი გოლი გაცვალეს და ქულები გაიყვეს. ორივე გუნდი კარგ ფორმაშია, კარგ ფეხბურთს თამაშობს და როგორც ჩანს, მაღალი მიზნებისთვისაც იბრძოლებენ.

ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი "სტადიო მარასიზე" გაიმართა, სადაც გენუური გუნდები შეასკდნენ ერთმანეთს. მილანური დერბის მსგავსად, სტადიონზე გენუაშიც ბრწყინვალე ატმოსფერო იყო, გულშემატკივრებმა კი სამი გოლი იხილეს - "სამპას" რიგებში თავდამსხმელებმა: ლუის მურიელმა და ფაბიო კვალიარელამ ივარგეს, აი "ჯენოას" შეტევებს კი სწორედ დამგვირგვინებელი აკლდა და შედეგად, 2:1 "სამპდორიას" სასარგებლოდ...

IX ტური

სამპდორია-ჯენოა 2:1
გოლები: 1:0 მურიელი (12), 1:1 რიგონი (24), 2:1 იძო (47-საკ. კარში)
სამპდორია (4-3-1-2): პუჯონი - სალა, სილვესტრი, შკრინიარი, რეჯინი - ბარეტო, ტორეირა (76. ლონგო), ლინეტი - ფერნანდესი (67. ალვარესი) - მურიელი (87. ჯურიჩიჩი), კვალიარელა
ჯენოა (3-4-1-2): პერინი - იძო, ბურდისო, ორბანი (60. მუნიოსი) - ედენილსონი, ველოზო, რინკონი (74. პავოლეტი), ლაქსალტი - რიგონი - პანდევი (82. ნინკოვიჩი), სიმეონე
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 5-6; ჯარიმა: 12-15; თამაშგარე: 3-4; კარში დარტყმა: 11-11 (6-6); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 35 000

მილანი-იუვენტუსი 1:0
გოლი: 1:0 ლოკატელი (65)
მილანი (4-3-3): დონარუმა - აბატე, პალეტა, რომანიოლი, დე შილიო - კუცკა, ლოკატელი (81. გომესი), ბონავენტურა - ნიანგი (69. პოლი), სუსო, ბაკა (90. ლაპადულა)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, ბენატია (75. მანჯუკიჩი) - ალვეში, ხედირა, ერნანესი (87. სტურარო), პიანიჩი, სანდრო - დიბალა (33. კუადრადო), იგუაინი
გაფრთხილება: 4-3; კუთხური: 5-9; ჯარიმა: 19-14; თამაშგარე: 2-6; კარში დარტყმა: 5-18 (2-3); ბურთის ფლობა: 44%-56%; მაყურებელი: 80 000

უდინეზე-პესკარა 3:1
გოლები: 1:0 ტერო (9-პენ.), 2:0 ტერო (71), 2:1 აკვილანი (74), 3:1 საპატა (90-პენ.)
უდინეზე (4-5-1): კარნეზისი - ვადმერი, დანილო, ფელიპე, სამირი (79. ერტო) - დე პაოლი (57. ბადუ), კუმსი, იანკტო (63. ალფრედსონი), ფოფანა - ტერო - საპატა
პესკარა (4-3-2-1): ბიძარი - ძამპანო, ფორნაზიერი, კამპანიარო, ბირაგი - ბრუგმანი, კრისტანტე (74. კრეშენცი), ემუშა (63. პეპე) - ბენალი (74. ბენალი), აკვილანი - კაპრარი
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 8-12 (4-3); ბურთის ფლობა: 45%-55%; მაყურებელი: 16 000

ატალანტა-ინტერი 2:1
გოლები: 1:0 მაზიელო (10), 1:1 ედერი (50), 2:1 პინილია (88-პენ.)
ატალანტა (3-4-2-1): ბერიშა - კალდარა, ტოლოი (45. კონკო), მაზიელო - კონტი, კესიე, ფრეულერი, დრამე - კურტიჩი, გომესი (81. გალიარდინი) - პეტუნია (62. პინილია)
ინტერი (4-3-3): ჰანდანოვიჩი - ნაგატომო (61. ანსალდი), მურილიო, მირანდა, სანტონი - ჟოაო მარიო, მედელი, ბროზოვიჩი (62. კონდოგბია) - ედერი (76. კანდრევა), პერიშიჩი, იკარდი
გაფრთხილება: 2-1; კუთხური: 4-0; ჯარიმა: 18-14; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-7 (8-4); ბურთის ფლობა: 50%-50%; მაყურებელი: 22 000

კალიარი-ფიორენტინა 3:5
გოლები: 1:0 დი ჯენარო (2), 1:1 კალინიჩი (20), 1:2 ბერნარდესკი (26), 1:3 ბერნარდესკი (31), 1:4 კალინიჩი (40), 1:5 კალინიჩი (53), 2:5 კაპუანო (61), 3:5 ბორიელო (77)
კალიარი (4-3-1-2): სტორარი - პიზაკანე, სალომანი (58. კაპუანო), ალვეში, მურუ - ისლა, პადოინი, პანაიოტისი (62. ბარელა) - დი ჯენარო - საუ (68. მელკიორი), ბორიელო
ფიორენტინა (4-4-2): ტატარუშანუ - სალსედო, ასტორი, გონსალო, ოლივეირა - ტელიო (88. დიქსი), ბორხა ვალერო (65. სანჩესი), ვესინო, ბერნარდესკი - ილიჩიჩი (76. ჰაჯი), კალინიჩი
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 4-7; ჯარიმა: 20-7; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 9-16 (5-8); ბურთის ფლობა: 40%-60%; მაყურებელი: 14 000

კროტონე-ნაპოლი 1:2
გოლები: 0:1 კალეხონი (17), 0:2 მაკსიმოვიჩი (33), 1:2 როზი (89)
კროტონე (4-3-3): კორდაცი - როზი, კლეიტონი, ფერარი, მარტელა - კაპეცი, კრიზეტიგი, სალძანო (46. სტოიანი) - ტონევი (55. ნვანკო), ფალჩინელი, პალადინო (75. როდენი)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, მაკსიმოვიჩი, კულიბალი, სტრინიჩი - ალანი, დიავარა, ჰამშიკი (64. ზელინსკი) - მერტენსი (84. ელ ქადური), კალეხონი (76. ჯაკერინი), გაბიადინი
გაძევება: გაბიადინი (31. ნაპოლი)
გაფრთხილება: 2-0; კუთხური: 7-7; ჯარიმა: 20-9; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 9-10 (4-7); ბურთის ფლობა: 46%-54%; მაყურებელი: 1 000

ემპოლი-კიევო 0:0
ემპოლი (4-3-1-2): სკორუპსკი - ლაურინი (45. ვესელი), ბელუში, კოსტა, პასკუალი - კრუნიჩი (69. ტელო), მაური, კროჩე - საპონარა - მარილუნგო (59. პუჩარელი), მაკარონე
კიევო (4-3-1-2): სორენტინო - კაჩატორე, დაინელი, გამბერინი, გობი - კასტრო, რიგონი, ჰეტემაი - ბირსა (89. რადოვანოვიჩი) - მეჯორინი (83. იძო), ფლორო ფლორესი (61. ინგლეზე)
გაძევება: კასტრო (80. კიევო)
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 6-3; ჯარიმა: 16-28; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 6-7 (3-2); ბურთის ფლობა: 53%-47%; მაყურებელი: 15 000

ტორინო-ლაციო 2:2
გოლები: 1:0 იაგო (20), 1:1 იმობილე (71), 1:2 მურჯა (84), 2:2 ლიაიჩი (90-პენ.)
ტორინო (4-3-3): ჰარტი - ძაპაკოსტა, კასტანი, როსეტინი, ბარეკა - ბენასი (79. ლოპესი), ვალდიფიორი (84. ბოიე), ბაზელი (74. ობი) - ლიაიჩი, იაგო, ბელოტი
ლაციო (4-3-3): მარკეტი - ბასტა (56. ჯორჯევიჩი), ვოლასი, ჰოედტი, პატრიჩი - კატალდი, პაროლო, ლულიჩი - ანდერსონი (89. ბრჩე), კეიტა (79. მურჯა), იმობილე
გაფრთხილება: 2-2; კუთხური: 4-5; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12-11 (4-6); ბურთის ფლობა: 57%-43%; მაყურებელი: 20 000

ბოლონია-სასუოლო 1:1
გოლები: 1:0 ვერდი (10), 1:1 მატრი (86)
ბოლონია (4-3-3): და კოსტა - ტოროსიდისი, ჰელანდერი, მაიეტა, მაზინა - ჯემაილი, ნაგი (70. პულგარი), ტაიდერი - კრეიჩი, ვერდი (88. დი ფრანჩესკო), ფლოკარი (80. უმარი)
სასუოლო (4-3-3): კონსილი - ლიროლა, აჩერბი, კანავარო, პელუზო - სენსი (46. პოლიტანო), მანიანელი (12. პელეგრინი), ბიონდინი - ლემელო (72. მატრი), რიჩი, დეფრელი
გაფრთხილება: 0-1; კუთხური: 7-11; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 5-4; კარში დარტყმა: 13-6 (4-3); ბურთის ფლობა: 49%-51%; მაყურებელი: 22 000

რომა-პალერმო 4:1
გოლები: 1:0 სალაჰი (31), 2:0 პარედესი (51), 3:0 ჯეკო (68), 3:1 კუაიზონი (80), 4:1 ელ შაარავი (82)
რომა (4-2-3-1): სჩესნი - ემერსონი, მანოლასი, ფაციო, ჟუანი (46. ფლორენცი) - დე როსი, პარედესი - სალაჰი, ნაინგოლანი (69. სტროტმანი), ელ შაარავი - ჯეკო (80. ტოტი)
პალერმო (3-4-2-1): პოსავეცი - ციონეკი, გოლდანიგა, ანდელკოვიჩი - მორგანელა (60. რისპოლი), ენრიკე, გაცი, ალესაამი - დიამანტი (73. მატო), ჩოჩევი (69. კუაიზონი) - ნესტეროვსკი
გაფრთხილება: 3-2; კუთხური: 4-4; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-6 (7-3); ბურთის ფლობა: 61%-39%; მაყურებელი: 40 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები:
6 გონსალო იგუაინი (იუვენტუსი)
მაურო იკარდი (ინტერი)
კარლოს ბაკა (მილანი)
ხოსე კალეხონი (ნაპოლი)
5 ანდრეა ბელოტი (ტორინო)

მომდევნო ტური
25 ოქტომბერი:
ჯენოა-მილანი;

26 ოქტომბერი:
კიევო-ბოლონია, ფიორენტინა-კროტონე, ინტერი-ტორინო, იუვენტუსი-სამპდორია, ლაციო-კალიარი, ნაპოლი-ემპოლი, პესკარა-ატალანტა, სასუოლო-რომა;

27 ოქტომბერი:
პალერმო-უდინეზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული