ვინჩენცო მონტელა: "სამიანზე" ვითამაშეთ

AutoSharing Option
სერია A-ს მე-6 ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ფლორენციაში ჩატარდა, სადაც "ფიორენტინამ" "მილანს" უმასპინძლა.

თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლი არ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი "მილანისთვის" ფლორენციაში ქულის აღება არ უნდა იყოს ცუდი შედეგი, ვინჩენცო მონტელა მაინც უკმაყოფილო დარჩა და შემდეგი განაცხადა:

"პირველ ტაიმში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით და გაგვიმართლა, რომ არ გავუშვით. არ შეიძლება მეტოქისთვის ამხელა სივრცეების მიცემა. მეორე ნახევარში შედარებით გამოვასწორეთ თამაში და ჩვენც გვქონდა გატანის შანსი, მაგრამ მთლიანობაში, ფრე მაინც ლოგიკური შედეგი იყო. ეს
გამოცდა 3-იანზე ჩავაბარეთ და კმაყოფილი ნამდვილად ვერ ვიქნები, წინ კი კიდევ ბევრი გამოცდა გველოდება. ხარვეზები ხელის გულზეა და მათი აღმოფხვრა გვმართებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული