მადრიდის "რეალმა" სერხიო რამოსის შემცვლელი მოიძია?

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ შესაძლოა კარიერა მადრიდის "რეალში" გააგრძელოს. ამის შესახება Tuttusport-ი იუწყება.

გამოცემის ცნობით, ტურინელთა მცველის ტრანსფერში "რეალი" მზადაა, 30 მლნ ევრო გადაიხადოს. ამასთან, მადრიდული კლუბი ფეხბურთელს ხელფასსაც გაუორმაგებს, რომელიც ამჟამად წელიწადში 2 მლნ ევროს შეადგენს.

აღნიშნავენ, რომ ბონუჩის "რეალი" სერხიო რამოსის შემცვლელად განიხილავს, რომელიც დიდი ალბათობით, ამ ზაფხულსვე დატოვებს კლუბს.