სერია A. XXXI ტური: "იუვენტუსი" სკუდეტოს მიუახლოვდა

AutoSharing Option
18 აპრილს იტალიის ჩემპიონატის 31-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.

გენუის "სამპდორიამ" მოულოდნელად ვერაფერი მოუხერხა შინ "ჩეზენას" - 0:0.

ტურის ცენტრალურ მატჩში ტურინის "იუვენტუსი" რომის "ლაციოს" მასპინძლობდა. მე-17 წუთზე "იუვე" გუნდის საუკეთესო ბომბარდირმა კარლოს ტევესმა დააწინაურა, 28-ე წუთზე კი მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ გაიტანა.

მატჩის ბოლოს ტევესთან ორთაბრძოლაში დანილო კატალდი გააძევეს  - 2:0.

სამპდორია-ჩეზენა 0:0

იუვენტუსი-ლაციო 2:0
გოლები: 1:0 ტევესი (17), 2:0 ბონუჩი (28)
გაძევება: კატალდი (89. ლაციო)

1. იუვენტუსი - 73 ქულა; 2. ლაციო - 58; 3. რომა - 57; 4.
ნაპოლი - 50; 5. სამპდორია - 50.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული