48 საათში ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერი განხორციელდება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა უახლოესი 48 საათის განმავლობაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდება.

The Guardian-ის ინფორმაციით, პოგბა 2 დღეში მანჩესტერში სამედიცინო შემოწმებას გაივლის, ინგლისური კლუბი კი მის სანაცვლოდ ფეხბურთის ისტორიაში რეკორდულ თანხას, 110 მლნ ევროს გადაიხდის. იმ შემთხვევაში, თუ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პირველი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ ფრანგთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, ტურინელები დამატებით კიდევ 5 მლნ ევროს მიიღებენ.

რაც შეეხება პოგბას აგენტს, მას ტრანსფერიდან 20 მლნ ევრო ერგება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფეხბურთელებში, ზოგადად, სპორტსმენებში დიდი თანხის გადახდით, აგრეთვე მაღალი ხელფასებით ხდება ფულის "გათეთრება", უკან მიბრუნება, ე.წ. "ატკატი". ეს აპრობირებული მეთოდია ათწლეულების განმავლობაში, ყველა მეტ-ნაკლებად ღირებულ კლუბებში. ასე რომ, ეს 110 მილიონი, შესაძლოა, ათი მილიონი იყოს. ამ კომბინაციები დაწერას ნუ მომთხოვთ. ვინც ცოტათი მაინც ერკვევა, ადვილად მიხვდება.
მათე
19:12 29-07-2016
0
ატეხილი ხმაურისა და დასახელებული თანხის მეათედიც არ ღირს ეს ფეხბურთელი რაშიც სულ მალე დარწმუნდებით. ალბათ, მეორედაც ისე წავა გუნდიდან როგირ პირველ შემთხვევაში, როცა "მანჩესტერს" მასში არაფერი არ აუღია!!!
სხვა გიორგი
11:44 29-07-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული