ზლატან იბრაჰიმოვიჩი "მანჩესტერ იუნაიტედში" შესაძლოა უკვე ხვალ გადავიდეს

AutoSharing Option
34 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩს პსჟ-სთან კონტრაქტი დღეს უსრულდება. "დეილი მეილის" ინფორმაციით, უკვე ხვალ, 1-ელ ივლისს, შვედი ფორვარდი სანუკვარ კონტრაქტს მოაწერს ხელს "მანჩესტერ იუნაიტედთან" და ისევ იმუშავებს ჟოზე მოურინიოსთან.

შვედმა გასულ სეზონში პსჟ-ის მაისურით 38 გოლი გაიტანა. რაც შეეხება ჰენრიხ მხითარიანის ტრანსფერს, "დორტმუნდში" "მანჩესტერისგან" გაუმჯობესებულ შეთავაზებას ელიან.

სხვათა შორის, 5 ივლისს "მანჩესტერი" მედიას ახალ თავკაც ჟოზე მოურინიოს და სხვა ახალწვეულებს წარუდგენს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული