ბუნდესლიგა. II ტური: "ლაიპციგმა" გერმანია შეაშინა! [VIDEO]

AutoSharing Option
* მატჩამდე "ლევერკუზენმა" მეკარე ბერნდ ლენოსთან 2020 წლამდე გააგრძელა კონტრაქტი.
* "ლევერკუზენის" ფინელ ფორვარდს, იოელ პოჰიანპალოს 15 წუთი ეყო ჰეთ-თრიკის შესასრულებლად.
* იოელ პოჰიანპალოს ჰეთ-თრიკი ბუნდესლიგის ისტორიაში მეასეა.
* რაც ბუნდესლიგაში თამაშობს, "ჰოფენჰაიმმა" პირველად შეძლო სამბურთიანი სხვაობის ამოქაჩვა - "მაინცთან" 1:4-ს აგებდა და 4:4 ითამაშა.

ცუდი ინფორმაცია "ბაიერნის" კონკურენტებისთვის: კარლო ანჩელოტის გუნდი მაშინაც იგებს, როცა მეტოქეს მთელი თამაშის განმავლობაში თითქმის ვერაფრით ჯობნის და მოსაგები თამაში არ აქვს.

პარასკევს რობერტ ლევანდოვსკიმ "შალკეს" ფეხბურთელების და ქომაგების იმედები 81-ე წუთზე დაასამარა. მერე კი,
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კიმიხმაც გაიტანა და გელზენკირხენში ტაბლოზე 2:0 დაფიქსირდა - თითქოს, ბავარიელები მთელი 90 წუთი ჯობდნენ მეტოქეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

აი, "შალკემ" კი, "აინტრახტთან" 0:1-ის შემდეგ უკვე მეორე თამაშიც წააგო, თუმცა ეს მეორე გელზენკირხენელებს უკეთესი მომავლის იმედს უტოვებს.

"პირველ ტურში ასე რომ გვეთამაშა, ფრანკფურტში ნამდვილად არ წავაგებდით. დღეს ბიჭებმა ნამდვილად ძალიან კარგად ითამაშეს და "ბაიერნმა" ბოლოს მხოლოდ კლასის ხარჯზე მოგვიგო", - ეს "შალკეს" მენეჯერ ჰაიდელის სიტყვებია.

მართლაც, "შალკემ" (ოთხი ახალწვეულით ძირითადში) საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და რომ არა "ბაიერნის" ავსტრიელი უკანახაზელი დავიდ ალაბა, ანგარიშს სწორედ გელზენკირხენელები გახსნიდნენ.

მე-19 წუთზე ალაბა გორეტცკას თავურ დარტყმას კარის ხაზთან დაუხვდა, 38-ე წუთზე კი, კონოპლიანკას პასის შემდეგ, ბურთი ჰუნტელაარს ცხვირწინ ააცალა. "შალკეს" მეორე ტაიმშიც შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ ჰუნტელაარს არ გაუმართლა - მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

რაც შეეხებათ მიუნხენელებს: 35 მილიონ ევროდ შეძენილმა 19 წლის რენატო სანჩესმა, რბილად რომ ვთქვათ, ცუდად ითამაშა. ლევანდოვსკიმ და დუგლას კოშტამ ორი მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა პოლონელმა ბოლოს მაინც შეძლო თავისის გატანა, "შალკეს" ფეხბურთელები კი იმ დროისთვის უკვე ისე იყვნენ გადაქანცულები, რომ აღარც არაფერი უცდიათ.

მერე კიმიხმაც შეაგდო, მატჩის შემდეგ კი "შალკეს" თავკაცმა ვაინცირლმა თქვა, სასურველ შედეგამდე 10 წუთი დაგვაკლდაო...

"ლაიპციგი" არ ხუმრობს!
მეორე ტურის მთავარი ამბავი ლაიპციგში მოხდა: ბუნდესლიგის დებიუტანტმა, მოულოდნელად, გერმანიის ვიცე-ჩემპიონი დაამარცხა - ლაიპციგელებმა დორტმუნდელები შოკში 89-ე წუთზე გატანილი გოლით ჩააგდეს! და ეს გოლი იმ ორმა ფეხბურთელმა შექმნა, რომელთა საერთო ღირებულებაც 32 მილიონი ევროა.

ხსენებულ მომენტში, 17,6 მილიონ ევროდ შეძენილმა 19 წლის შოტლანდიელმა ოლივერ ბურკმა დორტმუნდელთა საჯარიმოში შეირბინა და დაბალი პასით მოძებნა 15 მილიონად ნაყიდი, 21 წლის გვინეელი ნაბი კეიტა, რომელმაც მყისიერი დარტყმით დალაშქრა "ბორუსიას" კარი და "ლაიპციგმა", "ჰოფენჰაიმთან" ფრის (2:2) შემდეგ, ვიცე-ჩემპიონი დაამარცხა და ჯერჯერობით, ამ სეზონის აღმოჩენაა!

მატჩის შემდეგ დორტმუნდელთა დამრიგებელმა თომას ტუხელმა თქვა, ეს მარცხი არც ისე დრამატული ამბავია, როგორც ამ წუთას გვეჩვენებაო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ "ლაიპციგის" გამარჯვება "დორტმუნდთან" აბსოლუტურად დამსახურებულია, რაც "ბორუსიასთვის" ნამდვილად საგანგაშო უნდა იყოს.

"როცა ვიცე-ჩემპიონის წინააღმდეგ ასე კარგად ითამაშებ, შიურლეს მხოლოდ ერთხელ მიუშვებ საკუთარ კართან და ობამეიანგს 80 წუთის განმავლობაში ერთ მომენტსაც კი არ შეაქმნევინებ, ეს იმას ნიშნავს, რომ მართლაც ძალიან კარგად ითამაშე!" - ეს ლაიპციგელი ტიმო ვერნერის სიტყვებია.

ფაქტები: კარში დარტყმებით "ლაიპციგის" უპირატესობა აშკარა იყო, ლაიპციგელებმა უფრო მეტი ირბინეს, ვიდრე დორტმუნდელებმა, ხოლო დიეგო დემემ და ტიმო ვერნერმა 12 კილომეტრზე მეტი გაირბინეს მაშინ, როცა დორტმუნდელთაგან 12 კილომეტრიც კი არავინ ირბინა (საუკეთესო იულიან ვაიგლი იყო - 11,4 კილომეტრით).

"ჩვენ ძალიან კარგად, ჭვიანურად ვუტევდით და ფხიზლად ვიდექით დაცვაში. ჩემმა გუნდმა არა მარტო ბრძოლის უნარი, არამედ ისიც დაამტკიცა, რომ კლასი აქვს", - განაცხადა ნამატჩევს "ხარების" თავკაცმა რალფ ჰაზენჰიუტლმა.

ამ გამარჯვებაში მას უდიდესი წვლილი მიუძღვის, რადგან 69-ე წუთზე პოულსენის ნაცვლად ბურკი შეუშვა, 84-ე წუთზე კი - კაიზერის ნაცვლად კეიტა. და სწორედ ბურკმა და კეიტამ მოაგებინეს თამაში. ახლა "ლაიპციგის" უკვე ყველას ეშინია - განსაკუთრებით კი, "ჰამბურგს", რადგან "ხარები" მომდევნო ტურში სწორედ ჰამბურგელებს სტუმრობენ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კიდევ ერთი რამ, რაზეც ბუნდესლიგის მეორე ტურის მიმოხილვაში ყურადღების გამახვილება აუცილებელია, "ლევერკუზენისა" და "ჰამბურგის" მატჩი გახლავთ, რომელიც "ფარმაცევტებმა" 3:1 მოიგეს, განსაკუთრებული ამბავი კი ის არის, რომ ლევერკუზენელთა თავდამსხმელმა იოელ პოჰიანპალომ ჰეთ-თრიკი შეასრულა!

თანაც, ეს უკანასკნელი შეცვლაზე შევიდა, გოლები კი 79-ე, 91-ე და 93-ე წუთებზე გაიტანა! არადა, მანამდე ეს თამაში "ლევერკუზენს" კარგს არაფერს უქადდა - "ფარმაცევტები" ლენოს შეცდომის შემდეგ 0:1-ს აგებდნენ.

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნთან" ერთად, ორი ტურის შემდეგ 6 ქულა მხოლოდ ბერლინის "ჰერტას" აქვს. დედაქალაქელებმა ინგოლშტადტში (2:0) იმარჯვეს.

ბუნდესლიგა. II ტური
9 სექტემბერი
შალკე-ბაიერნი 0:2
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (81), 0:2 კიმიხი (92)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოვედესი, ნალდო, ნასტასიჩი, ბაბა - სტამბული (86. კოლაშინაცი), ბენტალები - კონოპლიანკა (55. ემბოლო), გორეტცკა, ჩუპო-მოტინგი - ჰუნტელაარი (67. მ. მაიერი).
ბაიერნი (4-3-2-1): ნოიერი - ლამი, ხავი მარტინესი, ჰუმელსი, ალაბა - ტიაგო ალკანტარა, ჩაბი ალონსო (61. ვიდალი), რენატო სანჩესი (71. კიმიხი) - თ. მიულერი, რიბერი (61. დუგლას კოშტა) - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: ჰიოვედესი, ბაბა - ჰუმელსი, რენატო სანჩესი, ვიდალი, ტიაგო ალკანტარა
კუთხური: 2-7; ჯარიმა: 13-12; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 9(2)-18(2); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 62 271

10 სექტემბერი
ლევერკუზენი-ჰამბურგი 3:1
გოლები: 0:1 ვუდი (58), 1:1 პოჰიანპალო (79), 2:1 პოჰიანპალო (91), 3:1 პოჰიანპალო (94)
ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - ჰენრიხსი, თაა, თოფრაქი, ვენდელი (88. იედვაი) - ლ. ბენდერი, კამპლი - ბელარაბი (3. ბრანდტი), ჩალჰანოღლუ, მეჰმედი (72. პოჰიანპალო) - ჩიჩარიტო.
ჰამბურგი (4-2-3-1): ადლერი - გ. საკაი, კლებერი, სპაჰიჩი, ოსტრჟოლეკი - ჰანტი, ჰოლტბი (66. ეკდალი) - ნ. მიულერი, გრეგორიჩი, კოსტიჩი (86. ჰალილოვიჩი) - ვუდი (81. ლასოგა).
გაფრთხილება: თაა, კამპლი - ჰანტი
კუთხური: 4-1; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 15(5)-6(2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 30 210

ვოლფსბურგი-კიოლნი 0:0
ვოლფსბურგი (4-2-3-1): კასტეელსი - ბლაშჩიკოვსკი, ბრუმა, კნოხე, როდრიგესი - ლუის გუსტავო, გერჰარდტი (63. არნოლდი) - დ. კალიჯური (62. ბრუნო ენრიკე), დიდავი (79. ბრეკალო), დრაქსლერი - გომესი.
კიოლნი (4-2-2-2): ს. მიულერი - სიორენსენი, მავრაი, ჰაინტცი, ჰექტორი - ჰიოგერი, მ. ლემანი (87. მლადენოვიჩი) - რისსე, ბიტენკური - მოდესტე (79. ცოლერი), ოსაკო (67. იოიჩი).
გაფრთხილება: დ. კალიჯური, ბლაშჩიკოვსკი - მ. ლემანი, ჰიოგერი, ბიტენკური
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 18(4)-16(9); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 29 067

ინგოლშტადტი-ჰერტა 0:2
გოლები: 0:1 იბიშევიჩი (8), 0:2 შიბერი (86)
ინგოლშტადტი (4-3-3): ნილანდი - ლეველსი, მ. მატიპი, ტისერანდი, ზუტნერი - პ. გროსი, როჯერი (79. კრისტიანსენი), მორალესი (58. ჰინტერზეერი) - ჰარტმანი (76. ლაიპერტცი), ლესკანო, ლეკიე.
ჰერტა (4-2-3-1): იარშტაინი - პეკარიკი, ს. ლანგკამპი, ბრუკსი, პლატენჰარდტი - შტარკი (81. ჰეგელერი), ლუსტენბერგერი - ვაიზერი (62. ესვაინი), დარიდა, ჰარაგუჩი - იბიშევიჩი (79. შიბერი).
გაფრთხილება: მორალესი, ლეველსი, ზუტნერი - ესვაინი
კუთხური: 6-1; ჯარიმა: 13-20; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 12(5)-7(6); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 14 100

დარმშტადტი-აინტრახტი 1:0
გოლი: 1:0 სირიგუ (90)
დარმშტადტი (4-2-3-1): ესერი - იუნგვირთი, ჰიონი, მილოშევიჩი, ჰოლანდი - ნიმაიერი (70. გუვარა), გონდორფი - ბენ-ჰატირა (81. სირიგუ), ბეციაკი (67. კლაინჰაისლერი), ჰელერი - შიპლოკი.
აინტრახტი (4-2-3-1): ჰრადეცკი - ვარელა (7. ვალეხო), აბრაამი, ჩენდლერი, ოჩიპკა - ჰასებე, მასკარელი - ჰუსტი, ა. მაიერი (89. სეფეროვიჩი), გაჩინოვიჩი - ჰრგოტა (65. დ. ბრუმი).
გაფრთხილება: გონდორფი - აბრაამი, გაჩინოვიჩი
კუთხური: 1-4; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 8(1)-14(3); ბურთის ფლობა: 22%-78%.
მაყურებელი: 17 000

ფრაიბურგი-გლადბახი 3:1
გოლები: 0:1 აზარი (35), 1:1 ფილიპი (54), 2:1 ფილიპი (85), 3:1 პეტერსენი (88-პენ)
ფრაიბურგი (4-1-3-2): შვოლოვი - პ. შტენცელი, გულდე, სოიუნჩუ, გიუნტერი - ჰიოფლერი - ო. ბულუთი, ფრანტცი (68. ჰაბერერი), გრიფო (89. აბრაში) - ფილიპი, ნიდერლეხნერი (82. პეტერსენი).
გლადბახი (3-4-1-2): ზომერი - ელვედი (77. ჰერმანი), ა. კრისტენსენი, იანჩკე - ტრაორე, შტრობლი, კრამერი, ვენდტი - შტინდლი - აზარი (70. ვესტერგაარდი), რაფაელი (70. ჰანი).
გაფრთხილება: ჰაბერერი, ფილიპი - რაფაელი, ზომერი
კუთხური: 3-4; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 17(7)-5(2); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 24 000

ლაიპციგი-დორტმუნდი 1:0
გოლი: 1:0 კეიტა (89)
ლაიპციგი (4-2-2-2): გულაში - კლოსტერმანი, ორბანი, კომპერი, ჰალსტენბერგი - ილსანკერი, დემე - დ. კაიზერი (84. კეიტა), ზაბიტცერი (64. ფორსბერგი) - ვერნერი, პოულსენი (69. ბურკი).
დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, სოკრატისი, ბარტრა, შმელცერი - როდე, ვაიგლი - კასტრო (71. დემბელე), გიოტცე (71. გერეირო), შიურლე - ობამეიანგი (85. რამოსი).
გაფრთხილება: კლოსტერმანი, ვერნერი - კასტრო, ბარტრა
კუთხური: 5-7; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 5-7; კარში დარტყმა: 10(4)-8(1); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 42 959

11 სექტემბერი
ვერდერი-აუგსბურგი 1:2
გოლები: 1:0 იოჰანსონი (45+2-პენ), 1:1 გუველეუვი (52), 1:2 სტაფილიდისი (73)
ვერდერი (4-2-3-1): ვიდვალდი - გებრე სელასიე, სანე, კალდიროლა, ბაუერი (79. თაი) - ფრიტცი, გრილიჩი (82. პეცოსი) - ბარტელსი, იუნუზოვიჩი, გნარბი - იოჰანსონი (69. ჰაიროვიჩი).
აუგსბურგი (4-2-3-1): ჰიტცი - ვერჰეგი, გუველეუვი, ჰინტერეგერი, სტაფილიდისი - კორი, ბაიერი (93. იანკერი) - ბობადილია (46. ჟი), კოო (79. კაჩარი), კაიუბი - ფინბოგასონი.
გაფრთხილება: ფრიტცი, გებრე სელასიე - სტაფილიდისი, გუველეუვი, კაიუბი
კუთხური: 0-4; ჯარიმა: 14-28; თამაშგარე: 0-1; კარში დარტყმა: 10(1)-18(5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 39 430
გვერდი მოამზადა გოტფრიდ ლენცმა

მაინცი-ჰოფენჰაიმი 4:4
გოლები: 1:0 დე ბლასისი (3), 2:0 დე ბლასისი (23), 3:0 კორდობა (27), 3:1 ვაგნერი (39), 4:1 იოზთუნალი (43), 4:2 უთი (71), 4:3 უთი (72), 4:4 სალაი (84)
მაინცი (4-1-4-1): ლიოსლი - დონატი, ბელი, ბალოგუნი, ბუსმანი - გბამინი - იოზთუნალი (73. კლემენსი), მალი, ფ. ფრაი, დე ბლასისი (61. ბროზინსკი) - კორდობა (79. ონისივო).
ჰოფენჰაიმი (3-2-3-2): ბაუმანი - შერი (36. უთი), ზიულე, ბიჩაქჩიჩი - პოლანსკი (64. სალაი), შვეგლერი - ტოლიანი (46. კადერაბეკი), რუდი, რუპი - ვაგნერი, კრამარიჩი.
გაძევება: ბუსმანი (57. მაინცი)
გაფრთხილება: დე ბლასისი - ვაგნერი, უთი, რუპი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 19-16; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 12(6)-20(5); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 27 408

ბომბარდირები: 4 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), იოელ პოჰიანპალო (ლევერკუზენი); 3 - მარკ უთი (ჰოფენჰაიმი).

მომდევნო ტური
16 სექტემბერი:
კიოლნი-ფრაიბურგი

17 სექტემბერი:
ბაიერნი-ინგოლშტადტი, დორტმუნდი-დარმშტადტი, ჰამბურგი-ლაიპციგი, ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი, აინტრახტი-ლევერკუზენი, გლადბახი-ვერდერი

18 სექტემბერი:
აუგსბურგი-მაინცი, ჰერტა-შალკე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული