ბუნდესლიგა. XXX ტური: მიუნხენის "ბაიერნი" ბუნდესლიგის ჩემპიონია [VIDEO]

AutoSharing Option
* მიუნხენის "ბაიერნი" 25-ედ გახდა ბუნდესლიგის ჩემპიონი.

* "ბაიერნმა" ამ სეზონში 21-ედ არ გაუშვა. ეს რეკორდის გამეორებაა, თუმცა წინ კიდევ 4 ტურია.

იმ დროს, როცა "ბაიერნმა" ჩემპიონობა ოფიციალურად გაინაღდა, გვარდიოლა დორტმუნდის თამაშს უყურებდა...

ამაში ეჭვი აღარც არავის ეპარებოდა, მაგრამ მაინც, მიუნხენის "ბაიერნმა" გერმანიის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა - რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგა 25-ედ მოიგო!

მიუნხენელებმა შაბათს "ჰერტა" მინიმალური ნერვიულობითა და ასეთივე ანგარიშით, 1:0 დაამარცხეს და გუშინ "ვოლფსბურგს" მიონხენგლადბახში რომც მოეგო, ჩემპიონობის მხოლოდ მათემატიკური
და ისიც ფანტასტიკური, რეალურად არარეალური შანსი შერჩებოდა, მაგრამ "მგლები" დამარცხდნენ და ჩემპიონის ვინაობაც აბსოლუტურად ოფიციალურად გაირკვა.

25-ე ჩემპიონობა საიუბილეოა და წესით, ახლა მიუნხენში დიდი ზეიმი უნდა იყოს, მაგრამ არა - ბავარიელებმა ქეიფი და დროსტარება, მინიმუმ, ერთი კვირით გადადეს. უფრო მეტიც: იმ მომენტში, როცა "ვოლფსბურგი" "გლადბახს" ეთამაშებოდა, რეკორდმაისტერის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა სახლში ამ მატჩს კი არა, "დორტმუნდი"-"აინტრახტის" ჩანაწერს უყურებდა.

საქმე იმაშია, რომ ხვალ გერმანიის თასის ნახევარფინალია, რომელშიც "ბაიერნი" "დორტმუნდს" ხვდება, მერე კი ბავარიელებს სულაც "ბარსელონასთან" დუელები ელით და ერთი სიტყვით, მიუნხენში ზეიმისთვის ჯერ არ სცალიათ.

"სამწუხაროა, რომ გერმანიის ჩემპიონობას, რომლისთვისაც ამდენი ვიშრომეთ და ამდენი ოფლი დავღვარეთ, სათანადოდ ვერ ვზეიმობთ და თითქოს მეორეხარისხოვანი ამბავია, მაგრამ ასეა და რა ვქნათ? წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის, ზეიმს კი ყოველთვის მოვასწრებთ", - ეს თომას მიულერის სიტყვებია.

და მაინც: ბოლო 20 წელიწადში "ბაიერნი" ბუნდესლიგაში 17-ჯერ პირველ ან მეორე ადგილზე გავიდა (!), ორჯერ მესამეზე და მხოლოდ ერთხელ მეოთხეზე - აი, ამიტომაცაა ეს გუნდი რეკორდმაისტერი!
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"შალკე" ევროპის გარეშე?
ბუნდესლიგის 30-ე ტური პარასკევს, "შალკეს" შოკით დაიწყო. გელზენკირხენელები მაინცში 0:2 დამარცხდნენ და ეს იყო "შალკეს" ზედიზედ მეექვსე მოუგებელი შეხვედრა, რაც იმას ნიშნავს, რომ რობერტო დი მატეოს გუნდი სეზონის მიწურულს სერიოზულ კრიზისშია.

მაინცელთაგან ორივე ბურთი ცენტრალურმა მცველმა შტეფან ბელმა გაიტანა - 23 წლის უკანახაზელმა ამ დუბლით "მაინცი", ფაქტობრივად, იხსნა მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითებისგან. ამრიგად, "მაინცი" ელიტაში რჩება - მართალია, ჯერ კიდევ არსებობს გავარდნის თეორიული შანსი, მაგრამ რაინჰესენელებს 30 ტურის შემდეგ 37 ქულა აქვთ და თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ბუნდესლიგაში აღარ დაქვეითდებიან.

სამაგიეროდ, ამ მარცხის შემდეგ "შალკე" დადგა სერიოზული საფრთხის წინაშე და უკვე ძალიან რეალურია ის, რომ დი მატეოს გუნდმა ევროპალიგის საგზურიც კი ვერ მოიპოვოს. ექვსმატჩიანმა მოუგებელმა სერიამ "შალკეს" ისე წაუხდინა მდგომარეობა, რომ მართალია, ჯერაც მეხუთე ადგილზეა, მაგრამ ექვსეულს მიღმა მყოფი გუნდებიდან "შალკე" "ჰოფენჰაიმს" მხოლოდ 2 ქულითღა უსწრებს, "დორტმუნდს" და "ვერდერს" კი - სულ რაღაც 3 ქულით.

მომდევნო ტურში გელზენკირხენელები "შტუტგარტს" მასპინძლობენ და "შალკესთვის" არც ის იქნება იოლი მატჩი, რადგან შვაბები უკანასკნელი ძალების მოკრებას აპირებენ.

ქვესკნელში დიდი ომები გველის
ბოლოადგილოსანმა "შტუტგარტმა" ამ ტურშიც მოიკრიბა ძალები, პირველი ტაიმის შემდეგ გადარჩენისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტ "ფრაიბურგს" გინჩეკისა და ჰარნიკის გოლებით 2:0-საც უგებდა, მაგრამ შვაბებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს:

"ფრაიმ" მეორე ნახევარში ნილს პეტერსენის დუბლით გაათანაბრა და "შტუტგარტსაც" მხოლოდ ერთი ქულა შერჩა. ამრიგად, "შტუტგარტი" ბოლო ადგილზე დარჩა, მაგრამ გადარჩენის შანსს ინარჩუნებს. სარელეგაციო, მე-16 ადგილზე მყოფ "ჰამბურგთან" ჩამორჩენა მხოლოდ 1 ქულას შეადგენს, მე-15 პოზიციაზე მყოფ "ჰანოვერს" კი შვაბები ოდენ ორი ქულით ჩამორჩებიან. აღსანიშნავია, რომ "ჰამბურგმა" ამ ტურში "აუგსბურგის" დამარცხება (2:1) შეძლო და ოდნავ გამოიკეთა ხასიათი.

ცხადია, რომ დარჩენილ 4 ტურში გადარჩენისთვის დიდი ბრძოლები გაჩაღდება. თამამად შეიძლება ითქვას, რომ "მაინცთან" ერთად თითქმის გადარჩენილია ფრანკფურტის "აინტრახტიც" და 35 ქულის მქონე "კიოლნიც" სახარბიელო მდგომარეობაშია. აი, მე-13 ადგილიდან კი სანერვიულო ზონა იწყება - "ჰერტა" 34, "ფრაიბურგი" 30, "ჰანოვერი" 29, "ჰამბურგი" 28, "პადერბორნი" 28 და "შტუტგარტი" 27. ამათგან ყველაზე კარგ სიტუაციაში "ჰერტაა", თუმცა ბერლინელებსაც ფრთხილად და ყურადღებით ყოფნა მართებთ.

"დორტმუნდი" ექვსეულში მაინც შევა?
ბოლო დროს დორტმუნდის "ბორუსია" ბუნდესლიგაში წაგება-მოგებებით მიდიოდა, ახლა კი, როგორც იქნა, ზედიზედ მეორე თამაში მოიგო - 2:0 ფრანკფურტის "აინტრახტთან". რაც ყველაზე საინტერესოა, კატასტროფულად ჩატარებული პირველი წრის შემდეგ, სეზონის მიწურულს "ბორუსიას" ევროპალიგის საგზურის მოპოვების რეალური შანსი გაუჩნდა! ფაქტია, რომ მე-5 და მე-6 ადგილებზე მყოფ "შალკესა" და "აუგსბურგს" დორტმუნდელები მხოლოდ 3 ქულითღა ჩამორჩებიან!

"ევროპალიგის საგზურს მხოლოდ სამი ქულაღა გვაშორებს. ეს იმას ნიშნავს, რომ საზარელი პირველი წრის შემდეგ, ფინიშამდე 4 ტურით ადრე ისეთ პოზიციაზე ვართ, ზამთარში ამაზე უკეთესს რომ ვერ ინატრებდა კაცი!" - აცხადებს იურგენ კლოპი.

"ევროპალიგის საგზურის მოპოვება რეალური გახდა და ახლა სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. ამ მიზნის მიღწევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ძალიან გვინდა, რომ ფანები გავახაროთ და "შალკეს" მაინც გავასწროთ!" - ეს კი მატს ჰუმელსის სიტყვებია.

ტრავმირებული გოლეადორის, ალექს მაიერის (19 გოლი მიმდინარე სეზონში) გარეშე ფრანკფურტელები უშანსოდ იყვნენ, "დორტმუნდს" კი ხვალ ურთულესი ბრძოლა ელის გერმანიის თასის ნახევარფინალში - "ბაიერნთან".

"გერმანიის თასის მოგებაც გვინდა და თამამად ვიტყვი, რომ "ბაიერნთან" ბრძოლისთვის მზად ვართ!" - დასძინა კლოპმა შაბათს. აქვე გეტყვით, რომ შაბათს დორტმუნდის ქუჩებში ადგილობრივი და ფრანკფურტელი ფანები ერთმანეთს წაეკიდნენ. მასპინძელთა 300-კაციანმა დაჯგუფებამ ფრანკფურტელთა 200-კაციან ჯგუფთან იჩხუბა - პოლიციამ რამდენიმე ულტრასი დააკავა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანია. ბუნდესლიგა. XXX ტური
24 აპრილი
მაინცი-შალკე 2:0
გოლები: 1:0 ბელი (28), 2:0 ბელი (31)
მაინცი: კარიუსი, ბროსინსკი, ბუნგერტი, ბელი, პარკი, გაისი, ბაუმგარტლინგერი, ხაირო (76. დე ბლასისი), მალი (72. სოტო), კოო, ოკაზაკი (90+1. ნოვესკი).
შალკე: ფერმანი, ჰიოვედესი, მატიპი, ნასტასიჩი, კოლაშინაცი, ჰიოგერი (13. აოგო), ნოიშტედტერი (54. გორეტცკა), ფარფანი (63. დრაქსლერი), ჩუპო-მოტინგი, ლ. სანე, ჰუნტელაარი.
გაფრთხილება: - ნოიშტედტერი, კოლაშინაცი
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 10-9 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 11(3)-18(2) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 34 000

25 აპრილი
დორტმუნდი-აინტრახტი 2:0
გოლები: 1:0 ობამეიანგი (24), 2:0 კაგავა (32)
დორტმუნდი: ლანგერაკი, დურმი, პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, შმელცერი, გინტერი, ს. ბენდერი, ბლაშჩიკოვსკი (67. როისი), კაგავა, მხითარიანი (85. იმობილე), ობამეიანგი (75. კამპლი).
აინტრახტი: ტრაპი, ჩენდლერი, სამბრანო, მადლუნგი, იგნიოვსკი, მედოიევიჩი (46. შტენდერა/78. ინუი), ჰასებე, კიტელი (73. ვალდშმიდტი), პიაზონი, სეფეროვიჩი, ვალდესი.
გაფრთხილება: ს. ბენდერი, მხითარიანი, პაპასტატოპულოსი - კიტელი, სამბრანო, მადლუნგი
კუთხური: 2-2 ჯარიმა: 20-10 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 12(4)-11(0) ბურთის ფლობა: 42%-58%
მაყურებელი: 80 667

ჰანოვერი-ჰოფენჰაიმი 1:2
გოლები: 0:1 მოდესტე (2), 1:1 შტინდლი (24-პენ), 1:2 შიპლოკი (83)
ჰანოვერი: ცილერი, შმიდებახი (90. ფელიპე), მარსელო, შულცი, ალბორნოსი, ანდრეასენი, ს. სანე (72. ქარამანი), შტინდლი, პრიბი, ია კონანი (79. შლაუდრაფი), ხოსელუ.
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, რუდი, აბრაჰამი, ბიჩაკჩიჩი, ტოლიანი, შტრობლი, შვეგლერი, პოლანსკი, რობერტო ფირმინო (90. სალიჰოვიჩი), მოდესტე (73. შიპლოკი), შალაი (90+4. ცუბერი).
გაფრთხილება: ს. სანე, შმიდებახი, ცილერი, ხოსელუ, შტინდლი - შტრობლი, ბიჩაკჩიჩი
კუთხური: 2-6 ჯარიმა: 24-18 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 12(5)-13(4) ბურთის ფლობა: 48%-52%
მაყურებელი: 46 200

შტუტგარტი-ფრაიბურგი 2:2
გოლები: 1:0 გინჩეკი (24), 2:0 ჰარნიკი (27), 2:1 პეტერსენი (58-პენ), 2:2 პეტერსენი (85)
შტუტგარტი: ულრაიხი, კლაინი, ბაუმგარტლი, ნიდერმაიერი, ჰლუშეკი, გენტნერი, ორიოლ რომეუ, ჰარნიკი, მაქსიმი (67. შვააბი), კოსტიჩი (77. დიდავი), გინჩეკი (90. ტიმო ვერნერი).
ფრაიბურგი: ბიურკი, რიტერი (83. მუიჯა), ტორეხონი, მიტროვიჩი (46. დარიდა), გიუნტერი (46. ჰიოფლერი), შუსტერი, ზორგი, შმიდი, კლაუსი, მეჰმედი, პეტერსენი.
გაძევება: ჰლუშეკი (66. შტუტგარტი)
გაფრთხილება: ბაუმგარტლი, გენტნერი - მიტროვიჩი, შუსტერი
კუთხური: 4-6 ჯარიმა: 17-15 თამაშგარე: 2-4 კარში დარტყმა: 11(3)-14(7) ბურთის ფლობა: 45%-55%
მაყურებელი: 58 000

ჰამბურგი-აუგსბურგი 3:2
გოლები: 1:0 ოლიჩი (11), 2:0 ლასოგა (19), 2:1 ბობადილია (25), 2:2 ტობიას ვერნერი (69), 3:2 ლასოგა (71)
ჰამბურგი: ადლერი, ვესტერმანი, ჯურუ, რაიკოვიჩი, ოშტრჩოლეკი, კაჩარი (90+3. რუდნევსი), ვან დერ ვაარტი (75. ირაჩეკი), შტიბერი, ილიჩევიჩი (67. იანსენი), ლასოგა, ოლიჩი.
აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი, კლავანი, ბაბა, ფოილნერი (59. ჟი), ბაიერი, ესვაინი (79. მატავჟი), ჰალილი ალთინთოფი (67. ჰოიბერგი), ტობიას ვერნერი, ბობადილია.
გაფრთხილება: ვან დერ ვაარტი, კაჩარი, ლასოგა - ჟი
კუთხური: 2-4 ჯარიმა: 14-19 თამაშგარე: 2-3 კარში დარტყმა: 15(8)-14(3) ბურთის ფლობა: 40%-60%
მაყურებელი: 51 321

კიოლნი-ლევერკუზენი 1:1
გოლები: 0:1 ბრანდტი (60), 1:1 ფინე (83)
კიოლნი: ჰორნი, ბრეჩკო (77. ფინე), მაროჰი, ვიმერი, ჰექტორი, ლემანი (82. ნაგასავა), ფოგტი, რისე, გერჰარდტი (67. პეშკო), უჯა, ოსაკო.
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, თოფრაქი, პაპადოპულოსი (64. იედვაი), ვენდელი, ლ. ბენდერი, როლფესი (60. დრმიჩი), ბელარაბი, სონი (54. ბრანდტი), ჩალჰანოგლუ, კისლინგი.
გაფრთხილება: გერჰარდტი, ვიმერი - როლფესი, სონი, თოფრაქი
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 14-15 თამაშგარე: 0-4 კარში დარტყმა: 14(4)-9(5) ბურთის ფლობა: 49%-51%
მაყურებელი: 47 500

ბაიერნი-ჰერტა 1:0
გოლი: 1:0 შვაინშტაიგერი (80)
ბაიერნი: ნოიერი, როდე, ბოატენგი, დანტე, ვაიზერი, შვაინშტაიგერი, ლამი, გაუდინო (46. კურტი), მიულერი (67. ტიაგო ალკანტარა), გიოტცე (75. პისარო), ლევანდოვსკი.
ჰერტა: ბურხერტი, პეკარიკი, ლანგკამპი, ბრუქსი, პლატენჰარდტი, ჰარაგუჩი, სკიელბრედი, ლუშტენბერგერი, ნ. შულცი (83. ვაგნერი), შტოკერი (73. ჰეგელერი), კალუ (66. ნდიენგი).
გაფრთხილება: - კალუ
კუთხური: 5-2 ჯარიმა: 13-7 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 16(7)-8(3) ბურთის ფლობა: 73%-27%
მაყურებელი: 75 000

26 აპრილი
პადერბორნი-ვერდერი 2:2
გოლები: 1:0 ვრანჩიჩი (25), 2:0 შტოპელკამპი (27), 2:1 ზელკე (45), 2:2 ჰაიროვიჩი (76)
პადერბორნი: ლ. კრუზე, ჰაინლოტი, რაფა ლოპესი, ჰიუნემაიერი, ბრიუკნერი, ბაკალორცი, ვრანჩიჩი (90. ციგლერი), ქოჩი, შტოპელკამპი, კაჩუნგა (90+1. შტროდიკი), ლაკიჩი (74. კუტჩკე).
ვერდერი: კასტელსი, გერბესელასიე, გალვესი (74. ჰაიროვიჩი), ლუკიმია, პრიოდლი, ბარგფრედე (46. აიჩიჩექი), ფრიტცი, იუნუზოვიჩი, იოზთუნალი (46. კროოსი), დი სანტო, ზელკე.
გაძევება: ჰაინლოტი (78. პადერბორნი)
გაფრთხილება: ვრანჩიჩი - ბარგფრედე
კუთხური: 14-6 ჯარიმა: 22-28 თამაშგარე: 4-2 კარში დარტყმა: 20(8)-13(6) ბურთის ფლობა: 43%-57%
მაყურებელი: 15 000

გლადბახი-ვოლფსბურგი 1:0
გოლი: 1:0 კრუზე (90)
გლადბახი: ზომერი, კორბი, ბროუერსი, ალვარო დომინგესი, ვენდტი, ჯაკა, კრამერი, ჰერმანი (81. ტრაორე), ჯონსონი, რაფაელი, კრუზე.
ვოლფსბურგი: ბენალიო, ტრეში, ნალდო, კნოხე (58. კლოზე), როდრიგესი, ლუიშ გუსტავი, არნოლდი, კალიჯური, დე ბრუინი, პერიშიჩი (67. გილავოგი), ბენდტნერი.
გაფრთხილება: ჰერმანი, რაფაელი - არნოლდი, ლუიშ გუსტავო
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 14-6 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 21(8)-2(0) ბურთის ფლობა: 56%-44%
მაყურებელი: 52 147
ბომბარდირები: 19 - მაიერი (აინტრახტი); 17 - რობენი (ბაიერნი); 16 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 14 - ობამეიანგი (დორტმუნდი); 13 - დი სანტო (ვერდერი), დოსტი (ვოლფსბურგი), მიულერი (ბაიერნი).

მომდევნო ტური
2 მაისი:
შალკე-შტუტგარტი, ვოლფსბურგი-ჰანოვერი, აუგსბურგი-კიოლნი, ჰოფენჰაიმი-დორტმუნდი, ვერდერი-აინტრახტი, ფრაიბურგი-პადერბორნი, ლევერკუზენი-ბაიერნი

3 მაისი:
მაინცი-ჰამბურგი, ჰერტა-გლადბახი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული