მარკო როისი მართვის მოწმობის გარეშე მანქანის ტარებისას კვლავ გამოიჭირეს

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიისა" და გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი მარკო როისი მართვის მოწმობის გარეშე ავტომობილის ტარებისას კვლავ გამოიჭირეს.

2014 წლის ნოემბერში პოლიციამ უკვე დასაჯა როისი მართვის მოწმობის გარეშე მანქანის ტარებისთვის. კერძოდ, ფეხბურთელს ფალსიფიცირებული ჰოლანდიური მოწმობა ჰქონდა. მაშინ როისმა ჯარიმის სახით 540 ათასი ევრო გადაიხადა.

ამ დღეებში კი როისი კვლავ გამოიჭირეს. Bild-ის ინფორმაციით, ფეხბურთელს ახლა უფრო მკაცრი სასჯელი ელის.

აქვე შეგახსენებთ, რომ პირველი დაჯარიმების დროს აღნიშნულ ფაქტს მკერდსავსე მოდელი გამოეხმაურა და როისს პირადი მძღოლობა შესთავაზა.

დიდმკერდიანი მოდელი როისს მძღოლობასა და "ბაიერნში" გადასვლას სთავაზობს [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული