მიუნხენის "ბაიერნმა" ბუნდესლიგის მეორე წრე "ვოლფსბურგთან" შერცხვენით გახსნა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანული ბუნდესლიგის მეორე წრე 30 იანვარს ერთი მატჩით გაიხსნა, რომელშიც სატურნირო ცხრილის ლიდერი მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად მეორეადგილოსან "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდა.

აღსანიშნავია, რომ "რეკორდმაისტერმა" ამ ერთ შეხვედრაში იმდენივე გოლი გაუშვა, რამდენიც მთლიანად პირველ წრეში - ხოსეპ გვარდიოლას გუნდი ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

ბუნდესლიგის XVIII ტურის მატჩის გმირად მასპინძელთა ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი იქცა, რომელმაც დუბლი ჯერ ბას დოსტს შეასრულებინა (4, 45+2 წუთები), შემდეგ კი თავადაც აიღო ბავარიელთა კარი ორჯერ (53, 73). სტუმართაგან პრესტიჟის გოლი ხუან ბერნატმა 55-ე წუთზე გაიტანა.

ამ გამარჯვებით "ვოლფსბურგმა"
სატურნირო ცხრილში ლიდერ "ბაიერნთან" სხვაობა, რომელსაც 45 ქულა აქვს, 8 ქულამდე შეამცირა.

ტურის დანარჩენი შეხვედრები 31 იანვარსა და 1-ელ თებერვალს გაიმართება.

გერმანია. ბუნდესლიგა. XVIII ტურის წინ
31 იანვარი. შაბათი
შალკე-ჰანოვერი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ფერმანი, აოგო, აიჰანი, კოლაშინაცი, დრაქსლერი, გორეტცკა, ფარფანი, ობასი - ანდრეასენი, მილერი, ჰოფმანი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 51 მატჩი: +25=10-16 (86-62)

მაინცი-პადერბორნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პარკი (აზიის თასი), მორიტცი, ნედელევი, კოო - დუკში, ბერტელსი
ბოლო 6 მატჩი
+0=3-3 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=1-0 (2-2)

ფრაიბურგი-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრმაში, მიტროვიჩი, კემპფი, ბატცი - ჯაკპა, იგნიოვსკი, ვალდესი
ბოლო 6 მატჩი
+0=4-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 მატჩი: +9=3-11 (27-32)

შტუტგარტი-ბორუსია (მ) 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რიუდიგერი, დიდავი, გრუესო - ჰანი, ტრაორე (აფრიკის თასი)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 89 მატჩი: +37=28-24 (152-113)

ჰამბურგი-კიოლნი 18:30
დისკვალიფიკაცია: ბეჰრამი
ტრავმა: ჰოლტბი, იუნგი, კლებერი, დიკმაიერი - ჰელმესი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 87 მატჩი: +34=24-29 (138-137)

ლევერკუზენი-დორტმუნდი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: სონი (აზიის თასი), კრუსი (აზიის თასი), იედვაი - ლანგერაკი (აზიის თასი), ს. ბენდერი, დურმი, კელი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 71 მატჩი: +26=20-25 (108-103)

1-ლი თებერვალი. კვირა
ვერდერი-ჰერტა 18:30
დისკვალიფიკაცია: - ჰოსოგაი
ტრავმა: ბუში, პრიოდლი, მაკიადი (აფრიკის თასი) - ბაუმიოჰანი, ბენ ჰატირა, ჩიგერჩი, ბურხერტი, კალუ (აფრიკის თასი)
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 63 მატჩი: +32=12-19 (113-77)

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჰიტცი, მორავეკი, ბაბა (აფრიკის თასი), მატავჟი, მიოლდერსი, ჰონგი, რაინჰარდტი - ზიულე
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=0-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +2=2-3 (6-9)
მკითხველის კომენტარები / 3 /
კლასიკა იყო ეგ თამაში
0
ძაან ვისიამოვნე წუხელ ამ თამაშით! ბრავო მგლებს! ძაან მაგარი კონტრ-შეტევი ქონდათ! 4 გოლი ქონდა სულ აქამდე გაშვებული და 4 ერთად მიართვეს! :D
messi 10
16:48 31-01-2015
0

სიახლეები პოპულარული