ჰენრიხ მხითარიანი: ფეხბურთი ჭადრაკივითაა!

AutoSharing Option
ჟურნალ "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში დორტმუნდის "ბორუსიას" სომეხმა ვარსკვლავმა ჰენრიხ მხითარიანმა თავის საფეხბურთო ფილოსოფიაზე ისაუბრა და ფეხბურთი ჭადრაკს შეადარა.

გამთამაშებელი, რომლის სანაცვლოდაც დორტმუნდელებმა დონეცკის "შახტარს" 27.5 მილიონი ევრო გადაუხადეს, რითაც მხითარიანი "ბორუსიას" ყველა დროის ყველაზე ძვირად ღირებული შენაძენი გახდა, მიიჩნევს, რომ ისევე, როგორც ჭადრაკში, ფეხბურთშიც ყველა სვლა კარგად გააზრებული უნდა იყოს. გარდა ამისა, 24 წლის მხითარიანმა აღნიშნა, რომ "დორტმუნდს" დიდი ხანია თვალ-ყურს ადევნებს.

"ფეხბურთს პირადად მე ჭადრაკივით ვთამაშობ. ბევრი უნდა იფიქრო და ბევრი რამ წინასწარ
უნდა გათვალო. სანამ სვლას გააკეთებ, უნდა იცოდე, რას აკეთებს ან რას გეგმავს შენი მეტოქე, -
აცხადებს მხითარიანი "შპორტ ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში, - როცა შეცდომას დაუშვებ, მეტოქე აუცილებლად დაგსჯის და თამაშს წააგებ".

მხითარიანის აზრით, ფეხბურთში ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავდროულად, საშიში ზონა ცენტრია:

"უმეტესად სწორედ ცენტრიდან უტევენ და ცენტრიდან იცავენ თავს. ფეხბურთი ჭადრაკს ამითაც ჰგავს, - ამბობს ჰენრიხი და ეს იმას ნიშნავს, რომ ის ცნობილ გერმანელ მწვრთნელ ფელიქს მაგათს ეთანხმება, რომელმაც 2008 წელს თქვა, ყველა სპეციალისტს ვურჩევ, ფეხბურთშიც ჭადრაკის წესებით იმოქმედოსო.

ჩვენს გერმანელ კოლეგებს მხითარიანმა ისიც უთხრა, რომ "ბორუსიას", ფაქტობრივად, ბავშვობიდან ადევნებდა თვალყურს და დორტმუნდელი ფანები ყოველთვის განსაკუთრებით მოსწონდა:

"ბორუსიას" ყველა ფეხბურთელი ვიცოდი. "დორტმუნდს" ინტენსიურად იმ დროიდან ვაკვირდებოდი, როცა ამ გუნდში იან კოლერი, ტომაშ როსიცკი და მარსიო ამოროზო თამაშობდნენ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჰენრიხ მხითარიანი დებიუტით უკმაყოფილოა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული