ლა ლიგა. ბოლო ტური: "ბარსამ" ტიტული იზეიმა, ჩავი გააცილა და "დეპორტივო" გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
23 მაისს ესპანური ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტური გაიმართა და ბევრი რამ გადაწყდა.

"ბარსელონამ" "დეპორტივოს" უმასპინძლა, რომელიც გადარჩენისთვის იბრძოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლეო მესის დუბლით "ბარსა" 2:0 დაწინაურდა, "დეპორტივომ" ქულის და თავის გადარჩენა შეძლო.

მატჩის მიწურულს გამოცვალეს ჩავი ერნანდესი, რომელმაც ჩემპიონატში უკანასკნელად ითამაშა "ბარსელონას" მაისურით. გულშემატკივარმა მას დიდი გაცილება მოუწყო.

თამაშის შემდეგ "ბარსელონა" ჩემპიონის თასით დააჯილდოვეს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგიდან "კორდობასთან" ერთად, "ალმერია" და "ეიბარი" გავარდნენ. სამმა გუნდმა "დეპორტივომ", "გრანადამ" და "ეიბარმა" 35-35 ქულა მოაგროვა, მათ შორის უარესი მაჩვენებელი ბასკურ
"ეიბარს" ჰქონდა და ის დაემშვიდობა ელიტას სადებიუტო სეზონშივე.

"ალმერია" ორჯერ გავიდა წინ "ვალენსიასთან" და კინაღამ ამ უკანასკნელს ჩემპიონთა ლიგის საგზური დააკარგვინა, მაგრამ ბოლოს პაკო ალკასერმა "ღამურებს" მოაგებინა - 3:2.

ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ: "ბარსელონა", "რეალი", "ატლეტიკო" და "ვალენსია". ევროპალიგაზე: "სევილია", "ვილიარეალი" და "ბილბაო". თუმცა აქ შეიძლება კიდევ მოხდეს ცვლილება.

საქმე იმაშია, რომ თუ "სევილია" ევროპალიგას მოიგებს, ის ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებს, ხოლო ევროპალიგაზე თამაშის უფლებას "სელტა" მოიპოვებს.

რაც შეეხება ბილბაოს "ატლეტიკს", ის ევროპალიგის საგზურს ან თასის მფლობელის, ან ლა ლიგის მეშვიდეადგილოსანის სტატუსით მოიპოვებს.

ჩემპიონატის ბოლო შეხვედრაში "რეალმა" "ხეტაფეს" 7:3 მოუგო, ხოლო კრიშტიანო რონალდომ მორიგი ჰეთ თრიკი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლა ლიგის ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო გახდა.

ლევანტე-ელჩე 0:0

ბილბაო-ვილიარეალი 4:0
გოლები: 1:0 ადურისი (25-პენ), 2:0 ირაოლა (28), 3:0 ბენიატი (36), 4:0 ადურისი (60)

ბარსელონა-დეპორტივო 2:2
გოლები: 1:0 მესი (5), 2:0 მესი (59), 2:1 ლ. პერესი (67), 2:2 სალომაო (76)

გრანადა-ატლეტიკო 0:0

ვალეკანო-სოსიედადი 2:4
გოლები: 0:1 ველა (19), 0:2 გ. კასტრო (21), 1:2 ბუენო (42), 2:2 მორსილიო (64), 2:3 აგირეჩე (73), 2:4 ელუსტონდო (75)

ეიბარი-კორდობა 3:0
გოლები: 1:0 არუაბარენა (6), 2:0 რ. ნავასი (11), 3:0 კაპა (34)

სელტა-ესპანიოლი 3:2
გოლები: 0:1 სტუანი (23-პენ), 1:1 მალიო (38), 1:2 სტუანი (48), 2:2 კაბრალი (58), 3:2 ნოლიტო (76)

ალმერია-ვალენსია 2:3
გოლები: 1:0 ტეიე (9), 1:1 ოტამენდი (28), 2:1 სორიანო (37), 2:2 ფეგული (45), 2:3 პ. ალკასერი (80)
გაძევება: პარეხო (89. ვალენსია)

მალაგა-სევილია 2:3
გოლები: 0:1 რეიესი (52), 0:2 ბანეგა (55), 0:3 ა. ვიდალი (62), 1:3 გერა (67), 2:3 გერა (92)

რეალი-ხეტაფე 7:3
გოლები: 1:0 რონალდო (13), 1:1 ესკუდერო (23), 1:2 დ. კასტრო (26), 2:2 რონალდო (32), 3:2 რონალდო (34-პენ), 3:3 ლასენი (43), 4:3 ხ. ერნანდესი (47), 5:3 ხ. როდრიგესი (51), 6:3 ხესე (71), 7:3 მარსელო (90)

1. ბარსელონა - 94 ქულა; 2. რეალი - 92; 3. ატლეტიკო - 78; 4. ვალენსია - 77; 5. სევილია - 76.
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ვინ გითხრათ რომ ჩავიმ უკანასკნელი შეხვედრა ჩაატარა ბარსას მაისურით? ჩავიმ უკანასკნელი მატჩი ჩაატარა ლა ლიგაში ისიც იმიტომ რო სეზონი დამთავრდა... ჩვენ კიდევ ორი ტიტული გვაქვს მოსაგები: განაცხადა ჩავიმ თავის გამოსამშვიდობელ სიტყვაში....
giorgi
22:20 24-05-2015
0

სიახლეები პოპულარული