ლა ლიგა. XXXV ტური: "ბარსელონას" 8 გოლი, სუარესისა და რონალდოს ჰეთ თრიქები [VIDEO]

AutoSharing Option
2 მაისს ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

გათამაშების ლიდერი "ბარსელონა" "კორდობას" ესტუმრა, 8:0 გაანადგურა და სეგუნდა დივიზიონში დააბრუნა. ლიონელ მესიმ დუბლი შეასრულა და ლა ლიგაში გოლების რაოდენობა 40 გაუხდა.

ლუის სუარესმა ჰეთ თრიკი შეასრულა, სხვა გოლები ჟერარდ პიკეს, ივან რაკიტიჩის და ნეიმარის (პენალტი) ანგარიშზეა.

ეს "ბარსას" ისტორიაში ლა ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე დიდანგარიშიანი გამარჯვებაა - 1929 წელს კატალონიელებმა მოუგეს "ლას პალმასს" 8:0, 2010 წელს კი "ალმერიას".

მეოთხე სეზონია ზედიზედ "ბარსელონას" სეზონში 100 და მეტი გოლი გააქვს.

მადრიდში "ატლეტიკომ"
ვერ შეძლო ბოლოს 10 კაცით დარჩენილი ბილბაოს "ატლეტიკის" დამარცხება - 0:0.

კრიშტიანო რონალდოს ჰეთ თრიკის წყალობით, მადრიდის "რეალმა" "სევილიას" 3:2 მოუგო.

"სევილიამ" "სანჩეს პისხუანზე" 34-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

კორდობა-ბარსელონა 0:8
გოლები: 0:1 რაკიტიჩი (42), 0:2 ლ. სუარესი (45), 0:3 მესი (46), 0:4 ლ. სუარესი (53), 0:5 პიკე (65), 0:6 მესი (80), 0:7 ნეიმარი (85-პენ), 0:8 ლ. სუარესი (88)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ატლეტიკო-ბილბაო 0:0
გაძევება: ბუსტინცა (93. ბილბაო)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სევილია-რეალი 2:3
გოლები: 0:1 რონალდო (36), 0:2 რონალდო (37), 1:2 ბაკა (45-პენ), 1:3 რონალდო (68), 2:3 იბორა (79)
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დეპორტივო-ვილიარეალი 1:1
გოლები: 0:1 ხაუმე (48), 1:1 ბორხესი (50)

1. ბარსელონა - 87 ქულა; 2. რეალი - 85; 3. ატლეტიკო - 76; 4. ვალენსია - 69; 5. სევილია - 69.
მკითხველის კომენტარები / 1 /
Neimari sashinlad moiqca .golic caartva ,hettrikic da sheidzleba oqros bucic messis.unaxavivit moiKca
kaxa
14:54 03-05-2015
0

სიახლეები პოპულარული