მადრიდის "რეალი": ლუკას სილვას ასრულებული ოცნება

AutoSharing Option
23 იანვარს მადრიდის "რეალმა" და ბრაზილიურმა "კრუზეირომ" მიაღწიეს შეთანხმებას 21 წლის ლუკას სილვას ტრანსფერზე. დღეს ლუკასი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და შემდეგ მედიის წინაშე წარდგება.

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა 2020 წლის ივნისამდე დაუკავშირა ბედი "სამეფო კლუბს". ლუკასი მადრიდში კვირას ჩავიდა და სასტუმროში დაბინავდა. "ბედნიერი ვარ, ოცნება მისრულდება", - ასეთი იყო მისი მოკლე კომენტარი აეროპორტში.

ვინ არის "რეალის" ახალწვეული? ის გოიასში დაიბადა. "კრუზეიროს" რიგებში ლუკასმა იმდენად კარგად ითამაშა, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ ის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა, ხოლო გაზეთმა "პლაკარმა" "ვერცხლის ბურთით" დააჯილდოვა, როგორც
ლიგის საუკეთესო საყრდენი ნახევარმცველი.

ლუკასი ტექნიკურია და ძალიან კარგად ასრულებს დაცვით ფუნქციებს. ამას გარდა, მის ძლიერ მხარედ ითვლება შორეული პასები; ნახევარმცველს არც დარტყმა დაეწუნება.

ლუკასი "კრუზეიროს" ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა და 2012 წლის იჯარას "ნასიონალში" თუ არ ჩავთვლით, სულ ამ კლუბში თამაშობდა. 2013 და 2014 წლებში "კრუზეიროსთან" ერთად ის ბრაზილიის ჩემპიონი გახდა.

ოფიციალურად არ იტყობინებიან, თუმცა ლუკასის ტრანსფერი "რეალს" 14 მილიონი ევრო დაუჯდა. შეგახსენებთ, რომ ეს "რეალის" მეორე ტრანსფერია, დღეების წინ ნორვეგიული "სტრომსგოტსეტიდან" "სამეფო კლუბმა" 16 წლის მარტინ ედეგორში 4 მილიონი ევრო გადაიხადა.

ახალი სპეკულაციების მიხედვით, კარლო ანჩელოტის გუნდს ახლა "მილანის" თინეიჯერი აკიმ მასტური აინტერესებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული