ლა ლიგა. XX ტური: ლეო მესიმ და ნეიმარმა ელჩეში გაილაღეს [VIDEO]

AutoSharing Option
24 იანვარს ესპანური ლა ლიგის 5 მატჩი გაიმართა.

ის, რაც კრიშტიანო რონალდომ 82-ე წუთზე ჩაიდინა, ძალზე შორს არის "ოქროს ბურთის" სამგზის მფლობელის საქციელისგან. პორტუგალიელი სამარცხვინოდ მოიქცა:

ჯერ "კორდობას" მცველ ედიმარს, რომელიც უბურთოდ იყო, ფეხი ამოარტყა, შემდეგ მეორე კორდობელს ხელი გაარტყა და ისე მოიშორა, მესამეს კი ხელი კრა... მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო.
იხილეთ ინციდენტის ვიდეო
Sportall.Ge

"რეალი" 10 კაცით დარჩა, ანგარიში 1:1 იყო, "კორდობა" თუ არ სჯობ
და, არაფრით ჩამოუვარდებოდა მეტოქეს, მაგრამ მაინც "სამეფო კლუბმა" იმარჯვა - გარეთ ბეილმა საჯარიმო დაარტყა და ცოცხალ კედელში მყოფ ფედე კარტაბიას ბურთი ხელზე მოხვდა, პენალტი ბეილმა გოლად აქცია - 2:1 და "რეალი" ისევ ერთპიროვნული ლიდერია.
იხილეთ მატჩის ვიდეო
Sportall.Ge

კარლო ანჩელოტი (რეალი): "სამი ქულა მოვიპოვეთ და ცხრილის მწვერვალზე დავრჩით. ეს ძალიან მძიმე ბრძოლის ფასად დაგვიჯდა, მეტოქე იბრძოდა ყოველი გოჯისთვის და ურიგოდ არ გვიტევდა. პირველ ტაიმში ჩვენი თამაშით უკმაყოფილო ვარ. რაც შეეხება რონალდოს გაძევების ეპიზოდს, ვერაფერს ვიტყვი ახლა, რადგან ვერ დავინახე, რა მოხდა".

ლუის ენრიკეს შეგირდებმა სტუმრად "ელჩესთან" 6:0 მოიგეს. ლუის სუარესი თამაშის დღეს 28 წლის გახდა და დაბადების დღე უცნაურად მიულოცეს, სათადარიგოთა სკამზე დატოვეს და არც მოედანზე გაიყვანეს.

სიმართლე ითქვას, პირველი ეპიზოდი, რომელსაც ჟერარდ პიკეს გოლი მოყვა, თამაშგარე მდგომარეობას ჰგავდა. დიდებულად ითამაშა ლეო მესიმ, რომელმაც ორ გოლს ორი საგოლე პასი მიაყოლა, ნეიმარის შედეგიც არ არის მოკრძალებული დუბლი და საგოლე პასი, ერთი გოლიც პედროს ანგარიშზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ლუის ენრიკე (ბარსელონა): "დღევანდელმა მატჩმა დაგვანახა, რა შეუძლია ჩვენ გუნდს. მაგრამ ყოველთვის სამი და მეტი გოლით ვერ მოვიგებთ - ეს ძალიან ძნელია. პირველი გოლის შემდეგ, გუნდს ხელ-ფეხი გაეხსნა. თამაშს სრულად ვაკონტროლებდით. ბიჭებით ძალიან კმაყოფილი ვარ".

დიეგო სიმეონემ ფერნანდო ტორესი სათადარიგო სკამზე დასვა და ძირითადში ანტუან გრიზმანი დააბრუნა და არც უნანია - დერბის ბედი სწორედ ფრანგმა გადაწყვიტა დუბლით, მან ჯერ ბურთი "მოპარა" მცველს და ისე გახსნა ანგარიში, შემდეგ კი კონტრშეტევაზე იხეირა.

მართალია, ტრაშორასმა შორეული დარტყმით მატჩს ინტრიგა დაუბრუნა, მაგრამ "რაიო" საკუთარმა ფორვარდმა დაღუპა, ანგოლელმა მანუჩამ ბურთი თავის კარში ჩაჭრა - 3:1. ქვეყნის ჩემპიონი ისევ მესამე ადგილზეა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დევიდ მოიესის "რეალ სოსიედადმა" ბასკური დერბი მოუგო "ეიბარს" გამარჯვების გოლი სტუმართა კარში დანიშნულ კუთხურს მოყვა, თავი ჩაბი პრიეტომ გამოიჩინა, კაპიტანმა ბურთი თავით "პარაშუტის" ტრაექტორიით გაუშვა.

დისკვალიფიცირებული დენის ჩერიშევისა და "არსენალში" წასული გაბრიელ პაულისტას გარეშე მოთამაშე "ყვითელმა წყალქვეშა ნავმა" მაინც მოიგო. გამარჯვების გოლი ვალენსიელთა კარში დამატებაზე არგენტინელმა ლუსიანო ვიეტომ გაიტანა.

კორდობა-რეალი 1:2
გოლები: 1:0 ღილასი (2-პენ), 1:1 ბენზემა (27), 1:2 ბეილი (88-პენ)
გაძევება: რონალდო (82. რეალი), კარტაბია (87. კორდობა)

ელჩე-ბარსელონა 0:6
გოლები: 0:1 პიკე (35), 0:2 მესი (55-პენ), 0:3 ნეიმარი (69), 0:4 ნეიმარი (72), 0:5 მესი (88), 0:6 პედრო (93)
გაძევება: ფაირი (ელჩე)

ატლეტიკო-ვალეკანო 3:1
გოლები: 1:0 გრიზმანი (12), 2:0 გრიზმანი (22), 2:1 ტრაშორასი (35), 3:1 მანუჩო (56 ს.კ.)

სოსიედადი-ეიბარი 1:0
გოლი: 1:0 ჩაბი პრიეტო (56)

ვილიარეალი-ლევანტე 1:0
გოლი: 1:0 ვიეტო (56)

1. რეალი - 48 ქულა; 2. ბარსელონა - 47; 3. ატლეტიკო - 44; 4. სევილია - 39; 5. ვალენსია - 38.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული