"ბარსელონა": ერნესტო ვალვერდე 29 მაისს?

AutoSharing Option
"ბარსელონა" ახალი თავკაცის ვინაობას 29 მაისს იტყვის, მას მერე, რაც გუნდი კოპა დელ რეის ფინალს (27 მაისს "ალავესთან") ითამაშებს და ლუის ენრიკეს საბოლოოდ დაემშვიდობება.

ესპანურ მედიაში კი უკვე ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ლუის ენრიკეს, რომელმაც სამი სეზონის განმავლობაში უხელმძღვანელა გუნდს, ბასკი სპეციალისტი ერნესტო ვალვერდე შეცვლის.

"ბილბაოს" მწვრთნელი გუნდს უკვე დაემშვიდობა, თუმცა ოფიციალურად ის ისევ ითვლება ბასკური გრანდის თავკაცად. "მუნდო დეპორტივოს" ცნობით, 53 წლის სპეციალისტი 3-წლიან (2+1 სისტემით) კონტრაქტს გააფორმებს "ბარსელონასთან".

მოკლედ, ორშაბათს "ბარსა" სწორედ ვალვერდეს წარადგენს. მანამდე კი იგი ოფიციალურად
დაემშვიდობება "ბილბაოს".

"სპორტი" წერს, რომ ვალვერდე უკვე საქმესაც შეუდგა და სამომავლო შემადგენლობის დაგეგმვას მიჰყო ხელი. ვალვერდემ უკვე შეარჩია სკოლა ბავშვებისთვის ბარსელონაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მიუხედავად იმისა რომ ამ გუნდის მიმართ ძალიან დიდი სიმპატიები მაქვს 1995 წლიდან მაინც ვთვლი რომ ეს სპეციალისტი ბარსელონას არ გამოადგება. ბარსას სჭირდება ჰოლანდიელი მწვრთნელი და ბრაზილიელი ლიდერი, აი მაშინ არ ვიცი რატომ, მაგრამ ბარსელონა შეუჩერებელი იქნება. :)
ბექა
15:15 24-05-2017
0

სიახლეები პოპულარული