რონალდინომ "ბარსა"-"რეალის" ლეგენდების მატჩში სამი საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 აპრილს, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს "ბარსელონასა" და "რეალის" ლეგენდები დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა, რომელიც სტადიონ "კამილ შამუნზე", 38 ათასი გულშემატკივრის თანდასწრებით ჩატარდა, კატალონიური გრანდის ყოფილი ფეხბურთელების გამარჯვებით, ანგარიშით 3:2 დასრულდა.

"ბარსელონას" რიგებში გოლებით ლუდოვიკ ჟიული (დუბლი) და სიმაუ საბროზა გამოირჩნენ, სამი საგოლე პასი კი რონალდინიომ შეასრულა. "რეალიდან" გოლები ფერნანდო სანსმა და ხავი გერერომ შეაგდეს.

"ბარსელონას" რიგებში ასევე ითამაშეს ჯანლუკა ძამბროტამ, ფრანჩესკო კოკომ, ერიკ აბიდალმა და ედგარ დავიდსმა, "რეალში" კი რობერტო კარლოსი, ფერნანდო მორიენტესი და კრისტიან კარამბე გაისარჯნენ.

30
ივნისს "ბარსელონას" ლეგენდების გუნდი "კამპ ნოუზე" "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდებთან ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული