ლა ლიგა. XXVIII ტური: ზინედინ ზიდანი - რონალდოს შეცვლაც შეიძლება [VIDEO]

AutoSharing Option
18 მარტს ესპანეთის ლა ლიგის 28-ე ტურის 4 შეხვედრა გაიმართა.

ჩემპიონატის ლიდერმა მადრიდის "რეალმა" "სან მამეს ბარეაზე" 2:1 დაამარცხა ადგილობრივი "ატლეტიკი" და ახლა მდევარ "ბარსელონას" 5 ქულით უსწრებს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"რეალი" ქარიმ ბენზემამ დააწინაურა. მეორე ტაიმში არიც ადურისმა კი გაათანაბრა, მაგრამ იქვე, კრიშტიანო რონალდოს პასით გამარჯვების გოლი ბრაზილიელმა კაზემირომ გაიტანა.

ზინედინ ზიდანი: "11 ტური დარჩა და ჩვენ ვლიდერობთ, მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს. ამ სტადიონზე გამარჯვების მიღწევა ძალიან ძნელია. ბევრი გარჯა დაგვჭირდა და გუნდმაც ხასიათი გამოავლინა. ვიცით, რომ წინ ბევრი
ასეთი მძიმე მატჩი გველის. რაც შეეხება რონალდოს შეცვლას, ამაში არაფერია გასაკვირი. კრიშტიანოს შეცვლა ისევე შეიძლება, როგორც ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის. თავად კმაყოფილია, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ. დღეს შემტევმა სამეულმა ძალიან დიდი ენერგია შეალია მატჩს, ამიტომ ქარიმი და კრიშტიანო გამოვცვალეთ".

ვიტორიაში ბასკურ დერბიში "ალავესმა" 1:0 მოუგო "რეალ სოსიედადს". გამარჯვების გოლი ბრაზილიელმა დეივერსონმა ტაიმის მიწურულს გაიტანა. "რეალ სოსიედადიდან" ექსრეალელი ესტებან გრანერო გააძევეს.

შაბათი. 18 მარტი
ეიბარი-ესპანიოლი 1:1
გოლები: 1:0 კიკე (20), 1:1 ხურადო (50)

ბილბაო-რეალი 1:2
გოლები: 0:1 ბენზემა (25), 1:1 ადურისი (65), 1:2 კაზემირო (68)

ალავესი-რეალ სოსიედადი 1:0
გოლი: 1:0 დეივერსონი (44)
გაძევება: გრანერო (67. რეალ სოსიედადი)

ბეტისი-ოსასუნა 2:0
გოლები: 1:0 რ. ნავარო (4), 2:0 რ. კასტრო (28)

პარასკევი. 17 მარტი
ლას პალმასი-ვილიარეალი 1:0

კვირა. 19 მარტი
ლეგანესი-მალაგა 15:00
ატლეტიკო-სევილია 19:15
სპორტინგი-გრანადა 21:30
დეპორტივო-სელტა 21:30
ბარსელონა-ვალენსია 23:45

1. რეალი - 65 ქულა; 2. ბარსელონა - 60; 3. სევილია - 57; 4. ატლეტიკო - 52; 5. ვილიარეალი - 48.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული