თბილისის "დინამომ" საქართველოს თასი მოიპოვა

AutoSharing Option
18 მაისს ქუთაისში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი გაიმართა. ერთმანეთს ქვეყნის ჩემპინი თბილისის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" დაუპირისპირდნენ - "დინამომ" შეხვედრა ანგარიშით 1:0 მოიგო და თასს დაეპატრონა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი 29-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა საჯარიმოს მისადგომიდან ძლიერი დარტყმით გაიტანა.

დარჩენილ დროში გოლი აღარ გასულა. ბოლოს "სიონი" სულაც 10 კაცის ამარა დარჩა. მსაჯმა ბოლო წუთზე მოედნიდან გურამ გიორბელიძე გააძევა.

თბილისის "დინამომ" მე-13-ედ მოიგო საქართველოს თასი და მეათედ შეასრულა ოქროს დუბლი (ჩემპიონობა და თასი).

დინამო-სიონი 1:0
გოლი: ჭანტურიშვილი (29).
გაძევება: გიორბელიძე (90. სიონი).

 

მკითხველის კომენტარები / 18 /
roma

გუშინ გენმომ რომ გიმასპინძლა კონიაკით, მე ხომ გითხარ რომ მძიმე პახმელია იცის მეტქი,შენ კი არა და არ დაიჯერე,ახლა კი აი რა დღეში ხარ.
ის რაც სენ დაწერე მხოლოდ მძიმე პახმელიის ბრალია და "ნონ ო ვლონი" მიიღე , მალე გამოგიყვანს!
წარმატებები
jarji21
18:08 19-05-2016
0
ხალხო,რით ვერ გაიზარდეთ,რით ვერ მიეჩვიეთ სწორ აზროვნებას,რა დინამო,რა სამტრედია,რის დილა და ჩიხურა,გაიგეთ ერთი რამ,რომ ქართული კლუბები გაძლიერდებიან მაშინ თუ:ისინი შეუერთდებიან თურქეთის ჩემპიონატს,ან უკრაინის ჩემპიონატს,ან ჩამოყალიბდება VTB-ის მაგვარი ჩემპიონატი,როგორიც კალათბურთშია,ან კავკასიის ლიგა თუ შეიქმნება,ან კიდევ სხვა ვარიანტის ჩემპიონატის შექმნის შედეგად,სხვა ვარიანტში ჩვენ ჩემპიონატს ვერაფერი ვერ გააძლიერებს,საქართველოს ჩემპიონატი იქნება ყოველთვის იმ დონის,რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს,მაშინ იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგა,პირველი ლიგა და მეორე ლიგა,შემდეგ მოდიოდა საქართველოს ჩემპიონატი და დღეს იმ საქართველოს ჩემპიონატი გვაქვს,რომელიც იყო საბჭოთა კავშირის დროს და ასე იქნება მუდამ,სანამ ჩვენი ფედერაცია,რამეს არ მიოფიქრებს,ეს ძალიან სამწუხაროა,მაგრამ ფაქტი ჯიუტია.
roma
15:31 19-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული