დღეს თბილისის "დინამო" ავსტრიულ ლასკ-ის შეხვდება

AutoSharing Option
დღეს, პირველ ივლისს, თბილისის "დინამო" ავსტრიულ შეკრებაზე მეოთხე სპარინგ-მატჩს გამართავს.

"დინამოს" მეტოქე ავსტრიული ლასკ-ი იქნება. მატჩი მონდზეეში გაიმართება და ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება.

გასულ სეზონში "ლასკიმ" ავსტრიის პირველ ლიგაში მეორე ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ "დინამომ" ავსტრიულ შეკრებაზე სამი სპარინგ-მატჩი ჩაატარა. პირველ მატჩში დინამოელები ვარშავის "ლეგიას" (1:1) დაუზავდნენ, მეორეში ბულგარეთის "ლუდოგორეცთან" (0:3) დამარცხდნენ, ხოლო მესამეში "მაკაბი ჰაიფას" (2:0) მოუგეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული