იყო 50 000 ლარი, გახდა... 49 ლარი - საკრებულომ "ზესტაფონს" გადასახადი შეუმცირა

AutoSharing Option
27 აგვისტოს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, ამ ქალაქში ფეხბურთის განვითარებას გვარიანად რომ უნდა წაადგეს - ადგილობრივ საფეხბურთო კლუბს ქონების გადასახადი ათასჯერ შეუმცირდა.

ყოველი წლის განმავლობაში "ზესტაფონი" მის ბალანსზე არსებული ქონებისთვის თითქმის 50 000 ლარს იხდიდა, ახლა კი მხოლოდ 49 ლარს გადაიხდის.

"თბილისის შემდეგ ზესტაფონი გახდა პირველი ქალაქი, რომელიც გვერდით ამოუდგა ამ შესანიშნავ ინიციატივას. ფეხბურთი ვერაფრით განვითარდება კერძო ინვესტორის გარეშე, ეს გადაწყვეტილება კი ქართულ ფეხბურთში კერძო სექტორის შემოსვლას შეუწყობს ხელს", - თქვა "ზესტაფონის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ.

"ჩვენ შევუმცირეთ
კლუბს ქონების გადასახადი და ახლა "ზესტაფონს" მხოლოდ სიმბოლური თანხის, წელიწადში 49 ლარის გადახდა მოუწევს. კლუბს ყველანაირად შეუძლია, დაზოგილი თანხა განვითარებას მოახმაროს", - აღნიშნა ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული