სად დასაქმდება მიხეილ ფოცხვერია? მადლიერი სამშობლო შვილს ეხმარება

AutoSharing Option
მიხეილ ფოცხვერიას ინტერვიუმ "ლელოს" მკითხველთა შორის დიდი რეაქცია გამოიწვია. არცაა გასაკვირი - რეალურად, მან ხომ კარიერა და უზრუნველი ცხოვრება საქართველოს ერთგულებას შესწირა.

სამთვიანი მცდელობის შემდეგ ფოცხვერია ლუგანსკში რუს ოკუპანტებს გამოექცა, უსახლკაროდ დარჩენილი 5 შვილის მამა კი საქართველოში სამუშაოს პოვნისა და ოჯახის დასახლების იმედად წამოვიდა.


მკითხველების რეაქცია ცალსახაა: ხალხი მოგვიწოდებს, რომ ფოცხვერიას მხარდასაჭერად ყველაფერი გავაკეთოთ.

* "მაგარი კაცია! გენაცვალე გულში!"
* "გთხოვოთ ჟურნალისტებს, ფეხბურთის ჩინოვნიკებს, ბიზნესმენებს, უბრალო ქართველებს - ამ კაცს გვერდში ამოვუდგეთ
და გასაჭირში არ მივატოვოთ. მიშა ფოცხვერია ამას იმსახურებს! გაუკეთეთ ორგანიზება ფონდს და დარწმუნებული ვარ, რიგითი ქართველი ფულს არ დაინანებს".
* "მაშინ, როცა საქართველო სავსეა "ყანწიანი პატრიოტებით", ამ ადამიანმა სამშობლოს ღირსეული შვილობა საქმით დაუმტკიცა. ახლა კი დროა, სამშობლომაც დაუფასოს გაღებული მსხვერპლი".
* "5 შვილის მამა! შექმენით ფონდი და გაზეთიდან გვაცნობეთ, სად ჩავურიცხოთ ფული".
* "ახლა, როცა გაუჭირდა, ჩვენ უნდა გავუწოდოთ ხელი, ვალდებულები ვართ. მაგრად ჩავჭიდოთ ამ კაცს ხელი და არსად გავუშვათ".
"ყველაზე კარგი იქნება, ძველმა თაობამ საქველმოქმედო მატჩი რომ ჩაატაროს და ქართველი ხალხისგან ფოცხვერიას ბინა გადავცეთ. ალალია ამ კაცზე".
* "ფონდს თუ არ მოება თავი, ჩვენ შევხვდეთ მიშას და დავეხმაროთ".
* "მადლობა მიხეილ, შენისთანა ვაჟკაცის მხრებზე დგას ერის სიამაყე".
* "კარგი იქნება, თუ ისევ ფეხბურთში დავასაქმებთ, თუნდაც - ბავშვთა მწვრთნელად. ბინითაც უნდა უზრუნველყონ. გაანძრიეთ ერთი ადგილი, ვისაც დახმარება შეგიძლიათ და გეკუთვნით".
* "ამ კაცმა თავის დროზე ფულს სამშობლო არჩია. ახლა დროა, სამშობლომ ვალი გაუსტუმროს!"
* "ფონდი უნდა შეიქმნას, რომ მის ოჯახს საცხოვრებელი ჰქონდეს".
* "С приездом Миша на историческую родину генацвале. Самое главное что все живи и здоровы. Не грусти, всё будет прекрасно, Мы с тобой. საქველმოქმედო მატჩის გამართვა, მართლაც კარგი იქნებოდა. იქნებ, ითავოს ფედერაციამ ეს საქმე".

მიხეილ ფოცხვერიას თაობაზე სფფ-ის სპორტულ დირექტორ არჩილ არველაძეს ვკითხეთ და სასიხარულო სიახლეც გავიგეთ:

"მიშას უანგარო საქციელი ჩვენც კარგად გვახსოვს, ვაფასებთ და სურვილიც გვაქვს, რომ გვერდში ამოვუდგეთ.

მეც ვნახე და გენერალურმა მდივანმაც, რომელიც მერე ამის შესახებ ზვიად სიჭინავას დაელაპარაკა. მასთან შეხვედრისა და დახმარების სურვილი ფედერაციის პრეზიდენტმა თავადაც გამოთქვა.

არ არის გამორიცხული, ფოცხვერია ფედერაციის საფეხბურთო აკადემიაში დასაქმდეს. ამ პროფილით უმუშავია, გამოცდილება აქვს და გაგვიხარდება, ქართული ფეხბურთის სამსახურში თუ ჩავაყენებთ.

წესით, ეს საკითხი მალე უნდა გადაწყდეს", - ამბობს არველაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 15 /
უამრავი მოზარდია უცხო ქვეყნებში მიმოფანტული,აგერ რუსეთის ნაკრებში ყიფიანიც კი გამოჩნდა (ახალგაზრდულში), თუ გვინდა რომ ისინი სამშობლოს დაუბრუნდნენ უნდა ვაჩვენოთ, რომ მათ სამშობლო არასოდეს მიატოვებს გასაჭირში, მიშა ფოცხვერიას გასაჭირის გულთან ახლოს მიტანა მათ დაანახებს, რომ მხოლოდ სამშობლოში იქნებიან ასე დაფასებულები.
გია
18:52 30-01-2015
0
ეს უკვე საქმეა,ხედავთ ფეხბურთის ფედერაციასაც შესძლებია კარგი საქმის გაკეთება.
გია
10:08 30-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული