დინამო (ბთ) VS იაგელონია - დაივიწყეთ ყველა წარუმატებლობა!

AutoSharing Option
დღეს, 29 ივნისს, ბათუმის "დინამო" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება და ბიალისტოკის "იაგელონიასთან" პირველ მატჩს ჩაატარებს. შეხვედრა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 20:00 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელეტრანსლაციას "აჭარის ტელევიზია" წარმოადგენს.

- ევროთასები 2017/18. ჩვენ და პოლონელები: მეტოქე ფავორიტია, მაგრამ...

კონტანტინ ფროლოვის გუნდმა მატჩის წინა დღეს ქუთაისში ივარჯიშა. წვრთნაში მონაწილეობა გამოცდილმა თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემაც მიიღო, რომელიც ბათუმის "დინამომ" სულ ახლახან დაიმატა. დიდი ალბათობით, მარცვალაძე "იაგელონიის" წინააღმდეგ დღესვე ითამაშებს.

მატჩის წინა დღეს მომავალ დაპირისპირებაზე მეტოქე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა ისაუბრეს.

-
კონსტანტინ ფროლოვი: "იაგელონიას" სუსტი მხარეები კარგად შევისწავლეთ

- "იაგელონია": მთავარი მიზანი, რისთვისაც საქართველოში ჩამოვედით, მოგებაა!

თავის მხრივ, განცხადება გამოაქვეყნა ბათუმელთა ფანკლუბმა "შავი ზღვის მეკობრეებმა":

"ხვალ მთელი დღის განმავლობაში ფანკლუბის ყველა წევრი სხვა ტალღაზე გადაერთვება და ვიმედოვნებთ, დღე საზეიმო ხასიათით დაგვირგვინდება! 12 საათიდან ერას მოედანზე შევიკრიბებით და "დინამოს" გამხნევებას დავიწყებთ. მოვუწოდებთ ყველა მსურველს, შემოგვიერთდეს. მერე კი ქუთაისისკენ ერთად გავემგზავრებით.

ბიჭებს მივმართავთ, რომ ამ მატჩში მაქსიმუმი გააკეთონ. "იაგელონია" ძლიერი მეტოქეა, მაგრამ გრანდი არ არის და მისი დამარცხება შეუძლებელი არ ჩანს. ფეხბურთში იგებს ის, ვინც მაქსიმალურად იხარჯება. ჩვენ კი ვიცით, რომ მთელი გუნდი ბოლომდე დაიხარჯება და შედეგიც აუცილებლად მოვა.

დაივიწყეთ ყველა წარუმატებელი მატჩი, რომელიც აქამდე ჩაატარეთ და ხვალიდან დავიწყოთ მოგებათა სერია! თქვენ ეს შეგიძლიათ! ჩვენ ეს შეგვიძლია"!

ბათუმის დინამო
მეკარეები: რომან ტაკიძე, ანატოლი ტიმოფეევი, ლევან შოვნაძე;
მცველები: არჩილ ტვილდიანი, მირზა ფარტენაძე, ბექა მახარაძე, დავით კვირკველია, ნიკა მგელაძე, ვაჟა ქორიძე, ანზორ სუხიაშვილი;
ნახევარმცველები: ბექა ვარშანიძე, გელა გოგიტიძე, გიორგი ქავთარაძე, თემურ შონია, ვაკო თევდორაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, თორნიკე თარხნიშვილი, გეგი კეკუა, ჟოვინიო ფლამარიონი;
თავდამსხმელები: მიხეილ გორელიშვილი, ბექა ჭკუასელი, იაროსლავ კვასოვი, ნიკა კვანტალიანი, ოთარ მარცვალაძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული