ალექსანდრე ჩივაძე: სამწუხაროდ, საქართველოში კარგი მწვრთნელების დეფიციტია

AutoSharing Option
თბილისის "დინამომ" 1981 წლის 13 მაისს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. 36 წლისთავის აღსანიშნავად, გუშინ, "დინამოს" ფანების ინიციატივით, "დინამო არენაზე" ფინალური მატჩის ჩვენება გაიმართა. აღნიშნულ ღონისძიებას "დინამოს" ვეტერანი ფეხბურთელები დაესწრნენ.

ღონისძიებაზე იმყოფებოდა ალექსანდრე ჩივაძეც, რომელმაც ჟურნალისტებთან ის დღე გაიხსენა.

"მაშინ "დინამოს" მართლაც შესანიშნავი თაობა ჰყავდა და ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვეძლო. სამწუხაროა და სწორედ ეს მიკლავს გულს, რომ 36 წლის შემდეგ დღევანდელ დღეს დიდი დანაკლისით ვხვდებით: ნოდარ ახალკაცი, ვიტალი დარასელია, რამაზ შენგელია, დავით ყიფიანი...

დღეს აქ პატარა დინამოელები
დავინახე. მოხარული ვიქნები, თუ ჩვენს თამაშებს ხშირად ნახავენ. შთამბეჭდავი მატჩი ჩავატარეთ არამხოლოდ ფინალში, არამედ "ფეინოორდთან", "ვესტ ჰემთანაც". ვფიქრობ, თუ ბევრჯერ ნახავენ ამ მატჩებს, ბევრს ისწავლიან და თავადაც კარგი ფეხბურთელები გაიზრდებიან.

ასეთი პატარა ქვეყნისთვის ამხელა წარმატება იშვიათობა იყო. დღეს, ვინც კი იგებს ევროპულ ტიტულებს, ალბათ დაკვირვებული ხართ, რომ იმ კლუბებში სხვადასხვა ეროვნების ფეხბურთელები თამაშობენ, ჩვენთან კი მხოლოდ ქართველები იყვნენ და ეს ათმაგად დასაფასებელია.

მომავალი? პირველ რიგში, ძლიერ ჩემპიონატში თამაშია საჭირო. საბჭოთა კავშირის დროს, ჩემპიონატში 18 კლუბი ვიყავით და მოგებას წინასწარ ვერავისთან დაგეგმავდი, იმდენად ძლიერი გუნდები იყო. იმ ჩემპიონატში თამაში ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო.

საჭიროა ძლიერი მწვრთნელებიც. სამწუხაროდ, ბავშვთა ვარჯიშებს რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ დღეს საქართველოში კარგი მწვრთნელების დეფიციტია", - თქვა ჩივაძემ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
იმ თასის მოპოვება მარტო იმიტომ არის დასაფასებელი რომ ნაღდი ქართველების მოპოვებულია,და არა ქართველების სახელით მოთამაშე უცხოელებით.
თენგო
15:36 15-05-2017
0
შენ ხარ მაგარი სასაცილოა რო გაგიშვან ვარჯის ვერ ჩაატარებ
badri
14:46 15-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული