კახა კალაძე: ფეხბურთის განვითარების პროგრამას ვერავინ შეეხება!

AutoSharing Option
ფოტოზე: ალექსანდრე ჩივაძე, კახა კალაძე და ლევან კობიაშვილი
კახა კალაძე
"ზამთრის თასზე" ქართველ ვეტერანებში სათამაშოდ დიდხანს და მონდომებით ემზადებოდა, მაგრამ... საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი და წარსულში ეროვნული გუნდის კაპიტანი ტურნირზე ვერ ვიხილეთ.

- ზამთრის თასი 2017: ვარსკვლავური ომები თბილისში [VIDEO+PHOTO]

ტურნირის მსვლელობისას "ლელომ" ამ და სხვა საკითხებზე კომენტარი სთხოვა:

"ძალიან კარგი ტურნირი ჩატარდა. ბევრი საინტერესო გუნდი და ვარსკვლავი გვესტუმრა. მიმაჩნია, რომ ეს გათამაშება მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენს გუნდებსაც წაადგებათ. მეც განსაკუთრებით ვემზადებოდი, მაგრამ ვარჯიშზე დავშავდი, ვერ ვითამაშე და ძალიან დამწყდა გული",
- ამბობს კახა კალაძე.

ცნობილია, რომ ბოლო დროს მთავრობამ, სახსრების ეკონომიის მიზნით, სამინისტროებში კადრებისა და დაფინანსების შემცირება გადაწყვიტა. ბუნებრივად გაჩნდა კითხვა - ეს პროცესი ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის დაფინანსებასაც ხომ არ შეეხება?

ვიცე-პრემიერმა ამაზეც გვიპასუხა:

"ამ თემაზეც იყო აქტიური მსჯელობა. როგორც ცნობილია, ყველა სამინისტროში ხარჯები შემცირდა და ისეთი რეფორმები განხორციელდა, რომლებიც ხანგრძლივ პერსპექტივაში ხელს შეუწყობს ქვეყნისა და ეკონომიკის ზრდას, რაც პერსპექტივაში სპორტზეც აისახება. მაგრამ ფეხბურთის განვითარების პროგრამას არავინ შეეხება და ის გაგრძელდება".

კალაძემ სტადიონების მშენებლობაზეც გვითხრა - სად წამოიჭიმება ახალი არენები?

"რიონებში არსებული სტადიონების აღწერა მიმდინარეობდა და, ფაქტობრივად, ეს პროცესი უკვე დასრულდა. არსებობს ყველანაირი მონაცემი, რომელი არენა რა მდგომარეობაშია, სადაა ასაშენებელი და სად - რეკონსტრუქციაა ჩასატარებელი. ნელ-ნელა სახსრების ხარჯვა ამ მიმართულებითაც დაიწყება და სტადიონების მშენებლობაც".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა კომერციული ან მორალური მოგება
მოიტანა ამ ტურნირმა? მსოფლიო
პრესაში რამე გამოხმაურება იყო?
მგავსი არაფერი გამიგია. რამდენი
ბილეთი გაიყიდა? რამდენი დაჯდა მისი
ჩატარება? თვითკმაყოფილების
დემონსტრირებას გავდა ყველაფერი!!!
ვეტერანი
17:49 17-01-2017
0
შესანიშნავი ტურნირი იყო. ძლიერ ვისიამოვნე ჩვენი ვეტერანების თამაშით. ესპანეთთან გიო ქინქლაძის ჩატარებული ტრიუკი ერთ რამედ ღირდა... რაც მთავარია, გავიმარჯვეთ!!! ვინც მოსვლა არ იკადრეთ, მერწმუნეთ, რომ მაგარ სანახაობას დააკლდით...
tngh
17:14 17-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული