კახა ცხადაძე: შვებულება ოჯახთან ერთად, თბილისსა და ევროპაში გავატარე

AutoSharing Option
ალმათის "ქაირათის" მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ყაზახური კლუბის პრესსამსახურს უამბო, როგორ გაატარა შვებულება და ასევე ისაუბრა გუნდის სამზადისთან დაკავშირებულ გეგმებზე.

"შვებულება ბრწყინვალედ, ოჯახთან ერთად გავატარე. ჯერ თბილისში ვიყავით, შემდეგ კი ევროპაში გავემგზავრეთ. რამდენიმე ქვეყანა მოვიარეთ: საფრანგეთი, ლატვია და იტალია.

"ქაირათის" ქომაგს ახალ წელს მივულოცავ, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებ! "ქაირათი" კი, თავის მხრივ, ახალ სეზონში ლამაზი ფეხბურთის ჩვენებასა და მაღალი შედეგების მიღწევას შეეცდება.

პირველ შეკრებაზე ფეხბურთელების ფიზიკური ფორმის აღდგენაზე ვიზრუნებთ. გვაქვს დაგეგმილი ორი საკონტროლო შეხვედრა", - აქვეყნებს ქართველი სპეციალისტის ნათქვამს კლუბის
ოფიციალური საიტი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული