სანდრო კობახიძე: "დნიპროსთან" მატჩს ისე ვუყურებ, როგორც სხვა დანარჩენს

AutoSharing Option
footboom.com-მა "ვორსკლას" ნახევარმცველ სანდრო კობახიძესთან ინტერვიუ შემოგვთავაზა.

- უკრაინის თასის მეოთხედფინალში "დნიპრო" შეგხვდათ, ვის ისურვებდით მეტოქედ?
- "პოლტავასთან" თამაში მინდოდა, მაშინ პოლტავური დერბი გამოგვივიდოდა. მაგრამ კენჭისყრამდე ვგრძნობდი, რომ "დნიპრო" შეგვხვდებოდა. "დნიპრო" მაღალი კლასის გუნდია. მართალია, ახლა გუნდს უჭირს, მაგრამ ეს დროებითი მგონია. სერიოზული ბრძოლა გველის, წყვილში ფავორიტი არც ერთია.

- თქვენთვის ეს განსაკუთრებული მატჩია? "დნიპრო" ხომ ყოფილი გუნდია...
- არა, განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ შეხვედრის მიმართ არა მაქვს. ჩვეულებრივ რეჟიმში მოვემზადები, როგორც ნებისმიერი სხვა მეტოქის წინააღმდეგ მატჩში.

- ბოლო თამაშებმა გუნდში
თვითრწმენა აამაღლა?
- დიახ, ჩვენ ახლა ფსიქოლოგიური ორმოდან ამოვედით, სადაც სეზონის დასაწყისში მოვხვდით. ახლა "ვორსკლა" იმ ადგილზე არ არის, რომელიც მას ეკუთვნის.

- რას იტყვით მომავალ მატჩზე ჩემპიონატში "ოლექსანდრიას" წინააღმდეგ?
- ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. სერიოზულად მოვემზადებით. სამ ქულას ვგეგმავთ და ყველაფერს გავიღებთ საამისოდ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული