"აიაქსის" ყოფილი მწვრთნელი: ამსტერდამში დე ბურის მემკვიდრე არველაძე უნდა იყოს!

AutoSharing Option
ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, 63 წლის ხერარდ ვან დერ ლემმა ქვეყნის უპირველეს საფეხბურთო გამოცემა Voetbal International-ს განუცხადა, რომ ამსტერდამის "აიაქსში" ფრანკ დე ბურის მემკვიდრე შოთა არველაძე უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ მილანის "ინტერმა" "აიაქსის" ყოფილი თავკაცი ფრანკ დე ბური დანიშნა მთავარ მწვრთნელად, ხოლო ამსტერდამულ კლუბში "ვიტესისა" და "მაკაბის" ყოფილი მწვრთნელი პეტერ ბოში მივიდა.

წარსულში ცნობილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ვან დერ ლემი, რომელსაც "აიაქსის" ახალგაზრდული გუნდისთვის უხელმძღვანელია, 7 წელი კი მწვრთნელის ასისტენტი იყო იქ, ამტკიცებს, რომ "აიაქსს" ყველაზე მეტად შოთა შეეფერება.

"აიაქსს"
სჭირდება შოთა ან იონ ვან დენ ბრომი. "აიაქსის" მწვრთნელი უნდა იყოს პიროვნება, რომელსაც ჰოლანდიურ ფეხბურთში სიტყვა ეთქმის, აქვს საერთაშორისო გამოცდილება და, რა თქმა უნდა, აიაქსელია.

არც ისე ბევრი მწვრთნელია ახლა, რომელსაც წარსულში იმდენი ტიტული აქვს მოპოვებული, როგორც შოთას. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, საუბრობს მრავალ ენაზე და შემტევი ფეხბურთის მიმდევარია", - განაცხადა ვან დერ ლემმა.

როცა შოთა "აიაქსში" თამაშობდა, ვან დერ ლემი მწვრთნელის ასისტენტი იყო. წლების შემდეგ შოთა გახდა მისი ხელმძღვანელი - 2010/11 წლების სეზონში არველაძე "ქაისერის" თავკაცი იყო, ვან დერ ლემი კი მისი ასისტენტი.

ვან დერ ლემი ხედავს საერთო ნიშნებს ლუი ვან გაალსა და შოთა არველაძეს შორის.

"გუნდს შოთა თამაშისთვის იმ მეთოდოლოგიით ამზადებს, როგორითაც ვან გაალი. ტაქტიკაც მსგავსია. ამასთან, შოთა რუტინული სირბილის გარდა ფეხბურთელებისგან ითხოვს ბევრ ისეთ რამეს, რაც "აიაქსის" სკოლისთვის არის დამახასიათებელი.

შოთას აქვს საკუთარი ხედვა, მან ვან გაალის სწავლებას ბევრი საინტერესო დეტალი დაამატა", - ამბობს ვან დერ ლემი.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან მიხარია შოთის წარმატებები,იმედია საქართველოშიც იმუშავებს.
სოსო
16:32 22-10-2016
0
ძაან მაგარია. როგორც იქნა შოთიმ იპოვა ისეთი გუნდი მაკაბის სახით, სად ბევრ წარმატებას მიაღწევს. წარმატებები!
Georgian
19:52 21-10-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული