შოთა არველაძე: თამაშის შემდეგ კინაღამ მოვკვდი

AutoSharing Option
დღეს შოთა არველაძის "მაკაბი" დუბლინში ევროპალიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს მართავს ირლანდიური "დანდალკის" წინააღმდეგ.

მატჩის წინ ქართველმა სპეციალისტმა მეტოქეზე, "ზენიტთან" ორი კვირის წინანდელ მარცხსა და დუბლინში პირველ ვიზიტზე ილაპარაკა:

"საკვალიფიკაციო მატჩებში მივაქციე ყურადღება "დანდალკს" და ვნახე გუნდი, რომელიც მოწადინებულია ფეხბურთის თამაშით. ეს ძალიან სასიამოვნოა. ცოტა საკვირველიცაა, რადგან გუნდისგან უფრო ბრიტანული თამაშის სტილს ველოდი - შორეულ ჩაწოდებებს და ა.შ. მაგრამ "დანდალკმა" სასიამოვნოდ გამაკვირვა.

მათი 2-3 მატჩი ვნახე და სტილი უცვლელი იყო. ყოველთვის კარგია, როცა გუნდი ცდილობს სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს.

"ზენიტთან" პირველი 77
წუთი კარგად ვითამაშეთ, შემდეგ კი როგორღაც გავშეშდით. ასე რომ, აქ ჩვენი პრიორიტეტი კარგი თამაშია და იმის დამტკიცება, რომ უკეთესი გუნდი ვართ, ვიდრე პირველ ტურში გამოვჩნდით. და მხოლოდ ამის მერე ვიზრუნებთ შედეგზე", - განაცხადა მან.

შოთა დუბლინში 2003 წლის მერე პირველადაა. მაშინ მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ითამაშა "ლენდსდაუნ როუდზე". როგორც "რეინჯერსის" ფეხბურთელს, პუბლიკის ნაწილი მას გამუდმებით უსტვენდა, თამაშის მერე კი ჩვენებური ცუდად გახდა და ჰოსპიტალიზაციაც დასჭირდა. საავადმყოფოში მან სამი დღე გაატარა:

"დიახ, კარგად მახსოვს ის დღე, კინაღამ მოვკვდი თამაშის შემდეგ. სამი დღე საავადმყოფოში გავატარე. თამაშის შემდეგ ბევრი ტკივილგამაყუჩებელი მივიღე, რამაც ცუდი რეაქცია მისცა. ამ ყველაფერმა სისხლდენა გამოიწვია.

ბედმა გამიღიმა, რომ იმ დროისთვის უკვე თვითმფრინავში არ ვიყავი და საქართველოში არ მივფრინავდი. ფეხბურთის ასოციაციამ საუკეთესო საავადმყოფოში მიმიყვანა, საუკეთესო ექიმები მმკურნალობდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ წავაგეთ და კინაღამ მოვკვდი, ეს ამბავი ახლა კარგად მახსენდება. ამჯერად კი, ნაკლებ დრამას ველი, მაგრამ ვერ გავექცევი იმას, რომ კვლავ იქნებიან ტრიბუნებზე "სელტიკის" მაისურებიანი ფანები, რომლებიც კარგად შემამკობენ მთელი თამაშის განმავლობაში".
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამან პეხბურტის ტამასჰი არ იცოდა და მცვრტნელი გახდებააა?
aba shen ici dablokeee
11:33 30-09-2016
0
დაანაბეტ თავი ამ ფეხბურტს ,ვეღარ უნდა მიხვდეთ ეს არველაძეები...
alex
11:32 30-09-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული