Life.ru: საბა კვირკველია "რუბინის" ხელმძღვანელობისგან 1-წლიან იჯარას ითხოვს

AutoSharing Option
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 დღით ადრე, კვლავაც უცნობად რჩება საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველ საბა კვირკველიას მომავალი.

კვირკველიას კლუბის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება ჰქონდა და როგორც თავად აცხადებდა, თუ სიტუაცია არ გამოსწორდებოდა, კლუბს გამოიცვლიდა. ეჭვის დონეზე, ინფორმაცია მოსკოვის "სპარტაკსა" და "კრასნოდარზეც" გავრცელდა - ორივე რუსულ კლუბს ქართველი მცველი სურსო...

რუსულ life.ru-ს ინფორმაციით, კვირკველია კლუბის ხელმძღვანელობისგან მის ან სხვა გუნდში გაყიდვას, ან 1 წლით იჯარით გაშვებას ითხოვს.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ყაზანის მერი "რუბინის" მთავარი მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილოა და დღეს
მას პირადადაც შეხვდება. ესპანელი მთავარი მწვრთნელით უკმაყოფილონი არიან ფეხბურთელებიც და არა მხოლოდ ისინი, ვინც მან ტრანსფერზე დააყენა, არამედ გუნდის კიდევ 8 ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ 5 ტურის შემდეგ ყაზანელებს მხოლოდ 2 ფრე აქვთ და 2 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან.
მკითხველის კომენტარები / 6 /
..... :)))) ...საბა მაგარიხარ და უფრო და უფრო მეტს მიაგწევ
vaxtan
12:06 30-08-2016
0
მაგ ქვეყანაში, რომ არ გადასული არ გახდებოდა ასეთი ცნობილი და რუსეთის გაგონებაზე ავტომატურად გინების დაწყება არ არის აუცილებელი. გვჯერა ისედაც, რომ პატრიოტები ხართ, დაჯექით ხუთიანი.
დათო
20:54 29-08-2016
0

სიახლეები პოპულარული