უარი "ლაიპციგსა" და "ტვენტეს", თორნიკე ოქრიაშვილი ფრანგულ ვარიანტს ელოდება

AutoSharing Option
სამი თვე სრულდება, რაც თორნიკე ოქრიაშვილს თურქულ "ესქიშეჰირში" იჯარა დაუსრულდა და გუნდი დატოვა. მას შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი უგუნდოდაა.

მისი ტრანსფერი "გენკს" ეკუთვნის. ამიტომ ახლახან ბელგიაში გაემგზავრა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. მაგრამ არც 24 წლის ქართველ ნახევარმცველს სურს ამჟამინდელ კლუბში დარჩენა და ეს არც ბელგიელების ინტერესშია. ასე რომ, ოქრიაშვილი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე (31 აგვისტო) ახალ გუნდში უნდა გადავიდეს, სხვა შემთხვევაში, "გენკმა" მას საკმაოდ სოლიდური ხელფასი უნდა უხადოს.

იყო ლაპარაკი, რომ მისი მენეჯერი მოლაპარაკებებს ჰოლანდიურ, გერმანულ და ფრანგულ კლუბებთან
აწარმოებდა. ჰოლანდიური ვარიანტით დავინტერესდით და დავაზუსტეთ, რომ ეს გუნდი ერედივიზიეს ბინადარი "ტვენტე" იყო, სადაც წლების წინ გოგა გახოკიძე თამაშობდა.

რაც შეეხება გერმანულ გუნდს, ის ბუნდესლიგაში წლეულს აღზევებული "ლაიპციგი" გახლდათ. მაგრამ ოქრიაშვილმა ამაზე უარი თქვა, ისევე, როგორც რუსეთის პრემიერლიგის "ურალზე" (ეკატერინბურგი). როგორც გვითხრეს, მისი უარი იმითაა განპირობებული, რომ მენეჯერი საფრანგეთში ამბიციურ კლუბს ელაპარაკება, თორნიკე კი სწორედ ასეთ გუნდში თამაშზე ოცნებობს.

საკითხს ის აბრკოლებს, რომ "გენკის" სპორტული დირექტორი ჯერ ბელგიაში არ დაბრუნებულა და დაინტერესებულმა კლუბმა "გენკთან" დეტალები ჯერ ვერ შეათანხმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 38 /
რაც შეიძლება დროზე უნდა მონახოს კლუბი ოქრიაშვილმა.
bebeto
18:01 28-08-2016
0
პრობლემა უფრო ქართველი მწვრთნელების აზროვნებასა და პიროვნულ სისუსტეშია
giorgi-ს
15:30 27-08-2016
0

სიახლეები პოპულარული