საბა კვირკველია: გპირდებით, თუ წავედი, "რუბინზე" ბევრად მაგარ გუნდში წავალ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ყაზანის "რუბინის" მცველმა საბა კვირკველიამ Sportall.ge-სთან მის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კვირკველია, რომელიც ბოლო სეზონებში "რუბინის" მთავარი თუ არა, ერთ-ერთი ლიდერი ნამდვილად იყო, ახალი სეზონის სასტარტო ოთხ ტურში არათუ ძირითად შემადგენლობაში, განაცხადშიც კი არ ჩანს. ყაზანელთა კლუბის გენერალური დირექტორის თქმით კი, რამდენიმე მცველი აგვისტოს ბოლოს გუნდს იჯარის წესით დატოვებს, ზოგიერთი კი - სამუდამოდ...

დაახლოებით 2 კვირის წინ ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში კვირკველიამ განაცხადა, რომ თუ ასე გაგრძელდებოდა და ის კვლავ ვერ მოხვდებოდა ყაზანელთა განაცხადში, მაშინ კლუბის
დატოვებაზე იფიქრებდა. მომდევნო 2 ტურში საბა კვლავ განაცხადს მიღმა დარჩა...

- "რუბინის" განაცხადს მიღმა ჩემი დარჩენა სხვა რაღაცის ბრალია..."

"ჯერ გუნდთან ერთად ვარ და კონკრეტულად არაფერია გადაწყვეტილი. ვნახოთ, უახლოეს დღეებში, ალბათ, შემხვდება კლუბის ხელმძღვანელობა და დავილაპარაკებთ, ოღონდ ეს საუბარი ჩემ დარჩენაზე იქნება თუ წასვლაზე, არ ვიცი.

თუ მითხრეს, რომ კლუბს ვჭირდები, დავრჩები, მაგრამ თუ "რუბინი" არ უყვართ და შედეგი არ უნდათ, წავალ, უგუნდოდ ნამდვილად არ დავრჩები.

გპირდებით, თუ წავედი, "რუბინზე" ბევრად მაგარ გუნდში წავალ", - გვითხრა კვირკველიამ.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რომ მიყურებია ბევრჯერ ამ ბიჭზე დიდი ნაგდათ არაფელია და ვერცერთ ევროპულ ექვსეულის გუნდში ვერ გაქაჩავს ეს გმერთმა წარმატება უსურვოს მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვ რაფელია დიდი ეს და რომ იყოს ნახეთ ამის შეცდომები ნაკრებში და კლუბშიც 60 თამაშიდან 15 თამაშს ითამაშებენ და ეგრევე არიქა მაგარია კაით რა
goga
23:36 22-08-2016
0
"ჯიჯი"–ს (და "lado"-საც) "ვაბშჩე", სხვის უზრდელობაში დამუნათებას, ქართულად ისწავლოთ წერა (და კითხვაც) ქართველებო, უკეთესი იქნება და ამ "ჯიჯი"– საც შეშვი რა (დავიჯერო არსად შეგიმჩნევია?)! ვხვდები, რომ მოგწონს, მაგრამ იქნებ სხვა მონახო რამე! საბა კვირკველია კი მონახავს გზას, როგორმე და ღმერთმა ხელი მოუმართოს!
jiji
17:04 22-08-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული