ლეგიონი: გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვი" "გენტთან" დამარცხდა

AutoSharing Option
22 ივლისს, "კრილია სოვეტოვმა", რომლის რიგებსაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია იცავს, რუსეთის პრემიერლიგის დაწყებამდე ბოლოსწინა ამხანაგური მატჩი გამართა.

"კრილიას" მეტოქე ბელგიური "გენტი" იყო, რომელთანაც რუსული კლუბი ანგარიშით 1:2 დამარცხდა. ლორია ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. "გენტის" შემადგენლობაში არ უთამაშია გიორგი ბერიძეს.

დღეს, ლორიას გუნდი ბოლო ამხანაგურ მატჩს ბელგიურ "კორტრეიკთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული