შოთა არველაძე: ხორდი კრუიფთან ერთად გუნდის გაძლიერებას ვგეგმავ

AutoSharing Option
30 ივნისს შოთა არველაძის ოფიციალური დებიუტი შედგა თელ-ავივის "მაკაბიში" - მისმა გუნდმა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე 3:0 დაამარცხა სლოვენიური "გორიცა" და ცალი ფეხით მეორე ეტაპზეა.

მატჩის შემდეგ არველაძემ "მაკაბის" ოფიციალურ საიტს მცირე ინტერვიუ მისცა.

"ჯერ კიდევ 8 კვირა რჩება სეზონის დაწყებამდე. ასე რომ, თამაში ძნელია. ერთი მხრივ, კარგია, რომ ოფიციალური მატჩი ასე ადრე გვაქვს, მაგრამ ასეთ თამაშებს მაინც წინასასეზონო ელფერი დაჰკრავს.

20 წუთი მაინც დაგვჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ ეს ნამდვილი მატჩი იყო და ა
რა მორიგი ტესტი. მეორე ტაიმში ყველამ ნახა, რა შეგვეძლო. ბოლოს კი ტემპი დავაგდეთ, რადგან ასეთ ამინდში მუდმივად სირბილი წარმოუდგენელია.

ზოგადად, კმაყოფილი ვარ, თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით და 10-დღიანი შეკრების გათვალისწინებით, ცუდად არ გვითამაშია.

ნოსა იგიებორმა დღეს შესანიშნავად ითამაშა, რადგან სწორ პოზიციაზე ირჯებოდა.

საპასუხო მატჩის არ გვეშინია, გავალთ და იმ ფეხბურთს ვითამაშებთ, რაც შეგვიძლია. მთავარია, თამაშზე კონცენტრირებულნი გავიდეთ მოედანზე.

დღეს მაყურებლებმა 90 წუთის განმავლობაში არ შეწყვიტეს ბიჭების გამხნევება, ეს დიდებულია. სტადიონზე ბრწყინვალე ატმოსფერო იყო.

ხორდი კრუიფთან ერთად გუნდისთვის სასიკეთო ცვლილებებს ვგეგმავთ, გუნდში კარგი ფეხბურთელები მოვლენ.

რაც შეეხება იოსი ბენაიუნს, ჩვენ 25 ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ მოედანზე მარტო 11 გადის. ყველამ უნდა აჩვენოს, რა შეუძლია, რომ დაიმსახუროს თამაში. დარწმუნებული ვარ, ბენაიუნი ამას შეძლებს. ის კარგად შრომობს", - განაცხადა შოთა არველაძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული