გიორგი ლორია: არ დავმალავ - მოხარული ვარ, რომ თამაშს "კრილიაში" გავაგრძელებ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია კარიერას კვლავაც რუსეთის პრემიერლიგის კლუბში, სამარის "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს. გიორგიმ კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის საჭირო დოკუმენტებს ხელი დღეს, 28 ივნისს, კლუბის ბაზაზე მოაწერა.

"არ დავმალავ - მოხარული ვარ, რომ თამაშს "კრილიაში" გავაგრძელებ. სამარაში თავს კომფორტულად ვგრძნობ. აღვნიშნავ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია მქონდეს პროგრესი, როგორც ფეხბურთელს და ახალ სიმაღლეებს მივაღწიო. "კრილიაში" საამისოდ ყველა პირობაა და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. მე მზად ვარ, საერთო წარმატებისთვის მაქსიმუმი გავიღო", - აქვეყნებს ლორიას ნათქვამს სამარული კლუბის ოფიციალური საიტი, რომელიც ახალი კონტრაქტის
მოქმედების ვადაზე არაფერს იუწყება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ლორია რუსულ კლუბში შარშან შემოდგომაზე ჩაირიცხა. 30 წლის ქართველმა მეკარემ წინა სეზონში გუნდის მაისურით 14 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაუშვა. მანამდე ლორია ბერძნული "ოფისა" და თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავდა. ეროვნული გუნდის მაისურით მას 34 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

"კრილია სოვეტოვმა" 2015/16 წლების რუსეთის პრემიერლიგის სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლორიამ უეჭველი მაინც იცის სად ითამაშებს და დანარჩენებს შეხედეთ რას წერს პრესა ის იქ აპირებს გადასვლას ამას ევროპული გრანდები ეპატიჟებიან მოკლედ როგორც ყოველთვის თითო ქართველ ტალანტზე მინიმუმ სამი ევროპული კლუბი იბრძვის და ბოლოს ზაქათალაში ან ლენინაკანში აღმოჩნდებიან
0
აბა ქეცბაიას მიყავდა თავის გუნდშიო?
გოჩა
17:36 28-06-2016
0

სიახლეები პოპულარული